მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებული უმტიტის გარდა “ბარსელონას” შემადგენლობაში კიდევ 4 ცენტრალური მცველი ირიცხება, კლუბმა ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერი მაინც დააჩქარა და ზაფხულისთვის გაფორმებული ფეხბურთელი ახლა დაიმატა.
Sport-ის ცნობით, ამის მიზეზი ის იყო, რომ “ტულუზის” ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებამდე დარჩენილი მთელი დროის განმავლობაში ტოდიბოს სათამაშო დროის გარეშე დატოვებას აპირებდა. როგორც იცით, ის ისედაც დიდი ხანია მისი უკვე ყოფილი გუნდის განაცხადს მიღმა რჩება.
კატალონიელებმა კი გადაწყვიტეს, რომ ფორმის შესანარჩუნებლად უკეთესი იქნება, თუ ის მომდევნო თვეების განმავლობაში ბარსელონაში ივარჯიშებს, თანაც არა სარეზერვო, არამედ პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად.
რაც შეეხება მის თამაშს, ეს, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ მოხდება და თუ ერნესტო ვალვერდე შემადგენლობაში მის შეყვანას მაინც გადაწყვეტს, ეს სხვა მცველის ტრავმის ან იმის ნიშანი იქნება, რომ 19 წლის ფრანგი უმაღლეს დონეზე თამაშისთვის უკვე მზადაა. წესით, მისი დებიუტი რომელიმე შედარებით უმნიშვნელო მატჩში უნდა შედგეს.
ზაფხულში, სამწვრთნელო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას, ტოდიბო ლა ლიგის სხვა გუნდში გაანათხოვროს თუ “ბარსელონაში” მისცეს სათამაშო დრო.




umnishvnelo tamashebi agar iqneba. tasze reali da finali rcheba. la ligashic experimentebis dro araa. ise ki vermaze da murilloze satamasho drois daxarjvas todibo atamashon jobia mara valverdes tavshi ra xdeba titonac ar icis. tan adaptacia ar gauvliao ityvis da iasna ar atamsahebs tu xelmdzgvanelobamar chaawveta. ijara seviliashi an betisshi karrgi iqneboda
მთავარია დე ლიხტი არ დაიკიდოს ბართუშამ ამის გამო
ვიღაცა გამოკრავს შარს ვატყობ მე
madridistebi iZaxian kargia meore TamaSi saxlshi ro gvaqo, daaviwydat albat bernabeu savarjisho stadionad ro gvaq da iq ro uket gamodis barss klasikos tamashi 😀