მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” თავისი აღზრდილი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს

“ბარსელონა” თავისი აღზრდილი ფეხბურთელისთვის იბრძოლებს

20 წლის გარემარბმა ესპანური გრანდების ყურადღება მიიპყრო.

როგორც გამოცემა AS იტყობინება, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ზაგრების “დინამოს” მოთამაშის, დანი ოლმოს შესაძენად იბრძოლებს.

საინტერესოა, რომ ოლმო სწორედ “ბლაუგრანას” აღზრდილია. კატალონიელთა აკდემიაში ის შვიდი წლის განმავლობაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ხორვატიაში აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, “ბარსა” მზადაა, ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა, საქმეში ასევე ჩართულია მადრიდის “რეალი”, რომელიც 26-მილიონიანი შეთავაზების გაკეთებას აპირებს.

ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში დანი ოლმომ 26 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის Golden Boy-ს ნომინაციაში ოლმომ მე-11 ადგილი დაიკავა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • M10 S9 D11
    schedule 29 იან 2019, 23:39

    ამას ჩაკვე ჯობია მოიყვანონ

  • publius kornelius
    schedule 29 იან 2019, 18:38

    Chakvetadze ar undat? Neta martla barcashi an borusiashi gaichitos.