workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის 35-ე მსხვერპლი – „მონტილივი“

მესის 35-ე მსხვერპლი – „მონტილივი“

ლიონელ მესისა და ნელსონ სემედუს გოლებით “ბარსელონამ” “ჟირონა” 2:0 დაამარცხა. კატალონიური გრანდის არგენტინელმა ლიდერმა მსხვერპლთა სიას 35-ე სტადიონი შემატა.

პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე გუნდებიდან მესის მხოლოდ “უესკასა” და “ატლეტიკოს” სტადიონები არ დაულაშქრავს. მადრიდული გრანდის ყოფილ საშინაო არენაზე, “ვისენტე კალდერონზე”, მას არაერთი გოლი აქვს გატანილი.

“კადისი”, “ხერესი”, “ალბასეტე”, “ნუმანსია” და “მურსია” – “ატლეტიკოსთან” ერთად, სწორედ ამ ესპანურ გუნდებთან ნათამაშებ გასვლით მატჩებში დატოვა მესიმ მოედანი უგოლოდ.

საერთო ჯამში არგენტინელს ლა ლიგის 218 გასვლითი შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც 170 გოლის გატანა მოახერხა. მის აქტივში 143 გამარჯვება, 48 ფრე და 27 მარცხია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • მესი10
    schedule 27 იან 2019, 22:35
    #2

    ციტატა: M10 S9 D11
    უესკა გავარდნილია 100%-ით და ალბათ იქამდე ვერ გაუტანს სანამ კიდევ არ ამოიწევა პრიმერაში ნუ კოპაზე თუ არ გადავეყარეთ და ვანდა მეტროპოლიტანოზე ლიგის ფინალში გატენის მესი გოლს ისე რა მაგარია ბორის ბაიჭაძის სახელობის დინამო არენაზეც რომ აქვს გატანილი გოლი თან ორი გოლი და იმ სტადიონების სიაში შედის სადაც მესის აქვს გატანილი გოლი <3

    დინამო არენას სტადიონი სხვა რამეებითაც შევიდა ისტორიაში. 1. მესის ორი ჯარიმა ერთ მატჩში (იშვიათია და ეს მან დინამოზე მოახერხა) . 2. ცხრა გოლი გავიდა რაც სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. და 3. ბილეთების გაყიდვის მხრივ რეკორდი.

  • M10 S9 D11
    schedule 27 იან 2019, 22:26
    #1