კატალონიის “ბარსელონას” 17 ნომერს, პედრო როდრიგესს ძალიან უნდა, რომ “ვილიარელთან’ მატჩამდე მოირჩინოს საზარდულის კუნთის ტრავმა, რომლის გამოც იგი “სევილიასთან” შეხვედრაში ბოიან კრკიჩმა შეცვალა, შეხვედრის მე–12 წუთზე.
“პედრიტო” სანაკრებო შეხვედრებს გამოტოვებს იმის გამო, რომ აღიდგინოს ფორმა ძალიან სწრაფად და შეძლოს გუნდის დახმარება “ვილიარელის” წინააღმდეგ მატჩში. კანარის კუნძულების მკვიდრს ძალიან სტკიოდა საზარდულის კუნთი და სწორედ ამ მიზეზით გვარდიოლამ იგი არ შეიყვანა “ხეტაფესთან” თამაშის განაცხადში.
ახალგაზრდა თავდამსხმელმა მთელი ეს სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ამის გამო გადაიღალა, ამაზე კი მან განაცხადა, რომ ესაჭიროებოდა დასვენება. საზარდულის ტრავმა პედროსთვის მეორეა. მან წინა სეზონში 2 კვირა დაჰყო ლაზარეთში, რადგანაც გაიწყვიტა მარცხენა ფეხის კუნთის მყესები. საზარდულის ტრავმის გამო იგი გამოტოვებს “ევრო 2012″–ის საკვალიფიკაციო მატჩებს ლიტვასა და შოტლანდიასთან.



