“ბარსელონას” აკადემიის ერთ-ერთი საუკეთესო წევრი, როგორც ჩანს, მზადაა ევროპული გრანდები უარით გაისტუმროს და კატალონიაში დარჩეს, წერს Diario Sport.
19 იანვარს ილაიშ მორიბას 16 წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა კლუბთან მოლაპარაკების გამართვა მას თავისუფლად შეუძლია. როგორც ცნობილია, იანვრის თვეში მას რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია და სულ მალე ახალ, სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
გვინეელი ნახევარმცველი დღეს “ლა მასიაში” ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მიმდინარე სეზონში მან არაერთხელ გამოიჩინა თავი, მათ შორის აგვისტოში, როდესაც “რეალ მადრიდ იუვენილ B”-ს ჰეთ-თრიქი შეუსრულა.
მორიბას სახელს, რომელიც ძირითადად გამთამაშებლის პოზიციაზე გვევლინება, ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებდნენ.
გამოცემა RAC1 ასევე წერდა, რომ დიდი შანსი იყო, მორიბა “იუვენტუსში” აღმოჩენილიყო, თუმცა “ბარსელონას” ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებდნენ მის შესანარჩუნებლად.
რას ამბობთ ამის გაშვება იქნება ესეთი უნიჭიერესი ბიჭის
Es da xavi s8monss b shi rodis gadaiyvanen ?
ძაან კაი ამან იცის თუ სად ექნება კარგი მომავალი
ძაან კარგია უნდა შევინარჩუნოთ ასეთი ახალგაზრდები და კავშირი უნდა გაიზარდოს ლამასიასთან .
მნიშვნელოვანია ეს