ხვალ, თბილისის დროით 19 საათსა და 15 წუთზე, “ბარსელონა” ლა ლიგაში სტუმრად “ჟირონას” დაუპირისპირდება. ხვალინდელი შეხვედრა “ესტადი მონტილივზე” გაიმართება, ახლა კი გთავაზობთ, ამ ორი გუნდის დაპირისპირების საინტერესო ფაქტებს.
- მიუხედავად “ჟირონას” 88 წლიანი არსებობისა, კატალონიური კლუბები ერთმანეთს მხოლოდ მეხუთედ შეხვდებიან, წინა ოთხ შეხვედრაში სამ შემთხვევაში გამარჯვება “ბარსელონამ” მოიპოვა, ხოლო ერთხელაც გუნდებმა ფრე ითამაშეს (2:2)
- “ბარსელონა” და “ჟირონა” ერთმანეთს პირველად 2011 წლის 8 აგვისტოს შეხვდნენ, “ბლაუგრანამ” გადახალისებული შემადგენლობით მინიმალური სხვაობით იმარჯვა (2:1)
- “ჟირონას” მთავარი მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი, “ბარსელონაში” საკმაოდ ნაცნობი პერსონაა, სპეციალისტი თავდაპირველად გუნდის ფეხბურთელი გახლდათ, 1988-1995 წლებში, შემდეგ ფრენკ რაიკაარდის შტაბის წევრი (2003-2008), 2011-2015 წლებში კი “ბარსელონა ბ”-ს მთავარი მწვრთნელი.
- “ბარსელონას” მოთამაშეებიდან “ჟირონას” კარში ყველაზე მეტი გოლი – ლუის სუარესმა და ლიონელ მესიმ (4) გაიტანეს
- მიმდინარე სეზონში “ბლაუგრანამ” სტუმრად 9 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 6-ჯერ გამარჯვება მოიპოვა, 2-ჯერ ფრე, ერთხელ კი დამარცხდა. გასვლაზე მატჩებში დაფიქსირებული შედეგით, ამ მომენტში “ბარსელონას” ლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს
- გუნდებმა ბოლო მატჩები სამეფო თასზე ჩაატარეს, ორივე კატალონიურმა კლუბმა მარცხი იწვია, “ბლაუგრანა” სტუმრად “სევილიასთან” დამარცხდა (0:2), “ჟირონა” კი “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალთან” (2:4)
- “ჟირონა” დაარსების დღიდან, ესპანეთის უმაღლესი რანგის დივიზიონში მეორე სეზონს ატარებს, წინა სეზონში კლუბმა მე-10 ადგილი დაიკავა და ძალიან ახლოს იყო ევროტურნირის საგზურთან, მიმდინარე სეზონში კი ეუსებიოს გუნდი 20 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფებიან
უნდა გადავუაროთ
გილოცავ!
ცნობილი ესპანური გამოცემა MARCA წერს, რომ "ბარსელონა" და "ბეტისი" ემერსონის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
20 წლის ბრაზილიელი "ატლეტიკო მინეიროს" საკუთრებაა, რომელიც ორივე ესპანურ გუნდს სურს.
შეთანხმების თანახმად კლუბები 6-6 მილიონ ევროს გადაიხდიან და 2021 წლამდე მარჯვენა მცველი "ბეტისის" შემადგენლობაში გამოვა.
2021 წელს ემერსონი კი ამ გუნდს დატოვებს და "ბარსელონაში" გადავა. სწორედ ამისთვის იხდის კატალონიური გუნდი 6 მილიონს.
ამ ეტაპისთვის, მათ ძირითად 11-ეულში ადგილი არ აქვთ, ასე რომ ბრაზილიელი რეალურად "ბეტისში" იჯარით იქნება.
არ არის გამორიცხული :))
ისე ჟირონამ ერთი სენსაციაც კიდე რო მოახდინოს და რეალს 2-0 დაადოს საკუთარ მოედანზე