მიუხედავად იმისა, რომ ფრენკი დე იონგი “ბარსელონას” ზაფხულში შეუერთდება, “კამპ ნოუზე” ვიზიტი მისთვის პირველი არ იქნება. 2015 წლის 30 დეკემბერს ჰოლანდიელი მოთამაშე კატალონიური გრანდის სტადიონს მაყურებლის რანგში ესტუმრა.
ფრენკი “ბარსელონა”-“ბეტისის” დაპირისპირებას დაესწრო, სადაც ლუის ენრიკეს კოლექტივმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა (4:0). მოედანზე პარტნიორთან ერთად მისული ფრენკი სუარესის დუბლის, ლეო მესის გოლისა და ვესტერმანის ავტოგოლის მომსწრე გახდა.
ვინ იცის რა აზრი ტრიალებდა ფრენკის გონებაში მაშინ – ნეტავ ხვდებოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალო ქომაგი კი არა, ამ შოუს ნაწილი იქნებოდა?




ჩვენი მომავალი ვარსკვალი ^_^
ეგ ისედაც ვიცოდით :დდდდ