ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულმა პელემ, თავის დროზე “სანტოსის” შემადგენლობაში 638 შეხვედრაში თავი 619-ჯერ გამოიჩინა. მიღწევა წარმოუდგენელი და რეკორდულია.
თავის დროზე ყველა ფიქრობდა, რომ მსგავსი შედეგის დაფიქსირებას მსოფლიოში ალბათ ვეღარავინ შესძლებდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, რადგან სამყაროში კიდევ ორი დიდი ფეხბურთელი – ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ გამოჩდნენ. პორტუგალიელმა და არგენტინელმა ახალი ერა შექმნეს, რომელიც დღემდე გრძელდება.
ამ მომენტისთვის, ლიონელ მესის აქტივში “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 661 მატჩი 577 გატანილი გოლია. 31 წლის არგენტინელს ბრაზილიელის მიღწევამდე 42 ზუსტი დარტყმა აშორებს.
რაც შეეხება, რონალდუს, პორტუგალიელმა ხანგრძლივი კარიერის მანძილზე რამოდენიმე ევროპულ კლუბში ითამაშა, მან 784 შეხვედრაში თავი 587-ჯერ გამოიჩინა, პელეს მიღწევამდე კი 32 გოლი აშორებს.




ფეხბურთი ღმერთად კი არა მეფედ !

რონალდუმ ვერ მოახერხა 200 მატჩში თავის გამოჩენა, მესიმ კი მხოლოდ 87შიი