workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ გალიანის უთხრა, რომ ”ბარსელონას” არ დატოვებს

მესიმ გალიანის უთხრა, რომ ”ბარსელონას” არ დატოვებს

კატალონიური ”ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ლეო მესი დასვენების დღეს მამასთან ერთად მილანში, საყიდლებზე იმყოფებოდა. ამავე დროს მან ერთ-ერთ რესტორანში ”მილანის” ვიცე-პრეზიდენტთან, ადრიანო გალიანისთან ერთად ისადილა, იტყობინება ესპანური ”marca”.

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ადრიანო გალიანი არგენტინელი ვარსკვლავის დიდი გულშემატკივარია, თუმცა სადილის დროს მას არც კი უცდია მესის საკუთარ გუნდში გადაბირება. მიუხედავად ყველაფრისა, ლეომ კიდევ ერთხელ გამოხატა ”ბარსელონას” მიმართ სიყვარული და განაცხადა, რომ არასოდეს დატოვებს კატალონიურ გრანდს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში