მერსისაიდული “ლივერპულის” დამრიგებელმა, იურგენ კლოპმა გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ფილიპე კოუტინიოს ირგვლივ გავრცელებული ჭორები უარყო.
“ჭორები კოუტინიოს “ლივერპულში” დაბრუნებაზე? ეს არის ის, რაზეც საუბარი არ მსურს. კოუტინიოს “ლივერპულის” პოტენციურ შესაძლო ტრანსფერად ვერ დავასახელებ, მისი დაბრუნება ახლა არ განიხილება. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.
ფილიპე ახლა “ბარსელონას” ფეხბურთელია. როგორც ჩემთვის ცნობილია, ის შესანიშნავ ფორმაშია და თავს კარგად გრძნობს.” – ციტირეპს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს FourFourTwo.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ბარსელონამ” კოუტინიო, შესაძლოა, 157 მილიონ ევროდ გაყიდოს. 26 წლის ბრაზილიელით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.




ამის ყიდვა კი გემახსოვრება როგორ გაჭირდა, თვითონ კოუტინიომაც ბევრი იწვალა აქ რო მოსულიყო და ასე უცბად გაყიდიან შენი აზრით? მოგინილი ჭორებია პრესის, კოუ დიდხანს იქნება ბარსაში ბევრ ტიტულსაც აწევს, მის გაყიდვაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია და რავიცი.
პ.ს ნათლისღებას გილოცავთ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, უფალი გფარავდეთ მუდამ, ძალიან მიყვარხართ!
ვაფშე არ აპირებს ბარსა მაგის გაყიდვას. და მართლა უკეთესს ფორმაშია ბოლო დროს. ვვალვერდეს მკვდარს და ცოცხალს რო შე..ცა ყველა სულიერმა თორე რატო უნდა აატიროს სკამზე ვინმე როოცა ელემენტარული როტაციით ყველას დაკმაყოფილება შეიძლება
ტიპი რა ნაგავია შესანიშნავ ფორმაშია იძახის ისეთ ფეხბურთელზე რომელსაც ბარსა გაყიდვას უპირებს