workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როდის დაბრუნდება პუიოლი?

როდის დაბრუნდება პუიოლი?

კარლეს პუიოლმა ტრავმა 18 იანვარს, ”რასინგის” წინააღმდეგ თამაშის დროს მიიღო. ”ბლაუგრანას” კაპიტანმა მარცხენა მუხლი დაიზანა.

გუნდი და გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ კაპიტანი მოედანს ”არსენალის” წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდებოდა, თუმცა ტრავმა გაცილებით უფრო სერიოზული გამოდგა, ვიდრე ადრეულ ეტაპზე ჩანდა.

პუიოლის სურვილია, რომ ითამაშოს ”ვილიარეალის” წინააღმდეგ. თუ მუხლი ამის საშუალებას არ მისცემს, მაშინ ის სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედ-ფინალურ შეხვედრაში მოგვევლინება.

”ბარსელონას” სამედიცინო შტაბი პუიოლზეა ორიენტირებული. მოგეხსენებათ, მომდევნო კვირას ფეხბურთელებს სანაკრებო თამაშები ელით. ვისენტე დელ ბოსკემ პუიოლი არ გამოიძახა ნაკრებში ტრავმის გამო. ექიმები დატირთულ რეჟიმში იმუშავებენ. თუ შედეგები აჩვენებს, რომ კარსელი ვერ უძლებს ასეთ რეჟიმს, მაშინ ვარჯიშის ტემპს შეანელებენ და კაპიტანი ”ვილიარელათან” მატჩს გამოტოვებს. ”ელ მადრიგალზე” პუიოლის თამაშის ბედი 30 მარტს გაირკვევა, როდესაც სანაკრებო შეხვედრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები კვლავ გვარდიოლას განკარგულებაში აღმოჩნდებიან.

მოგეხსენებათ, გვარდიოლას პრობლემები აქვს დაცვის ხაზში. ტრავმის გამო კარლესი უკვე ორი თვეა გუნდს ვერ ეხმარება. თუმცა მის მაგივრობას მოედანზე ერიკ აბიდალი სწევდა. სამწუხაროდ ერიკს ღვიძლის სიმსივნე აღმოაჩნდა და ის რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

”ბარსელონას” განრიგი საკმაოდ დატვირთულია. ყველა ჩემპიონატი, რომელშიც გუნდი მონაწილეობას იღებს, გადამწყვეტ ფაზაში შედის. აპრილის ბოლოს კატალონიელებს ორჯერ ელით მადრიდის ”რეალთან” დაპირისპირება. პირველი შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში, ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, ხოლო მომდევნო ჯახი 3 დღეში, ”მესტალიაზე” შედგება. ”მესტალიაზე” გაირკვევა კოპა დელ რეის თასის მფლობელის ვინაობა. ასევე სავარაუდოა, რომ ესპანური გრანდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებშიც დაუპირისპირდებიან. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ორივე მათგანი ნახევარ-ფინალის საგზურს მოიპოვებენ.

პუიოლისა და ერიკის გარდა დაცვის ხაზს მაქსველის აკლია. ალვეშმა და ადრიანომ ტრავმა ”სევილიასთან” მატჩში მიიღეს, თუმცა ჩვენდა სასიკეთოდ მათი ტრავმები საგანგაშო არ აღმოჩნდა და ბრაზილიელი ლეგიონერები რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდნენ. პუიოლმა კარგად იცის თავისი გუნდის პრობლემები. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ”ბარსელონას” დახმარებოდა ”არსენალის” წინააღმდეგ ”კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში, მაგრამ მუხლში მწვავე ტკივილებმა კაპიტანს ამის საშუალება არ მისცეს. ახლა თითქოს გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. პუი თავს უკეთ გრძნობს. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ”ვილიარეალთან” თამაშს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში