workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლოს ველა “ბარსელონაში”?

კარლოს ველა “ბარსელონაში”?

ლუის სუარესის რეზერვისტის პოზიციაზე “ბარსელონას” ახალი კანდიდატი ჰყავს – ამერიკული “ლოს ანჯელესის” მექსიკელი შემტევი კარლოს ველა.

RAC1-ის ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდემ 29 წლის ფეხბურთელის შეძენაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

კარლოს ველას ესპანეთში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. კარიერა მან “სალამანკაში” დაიწყო, რასაც “ოსასუნა” მოჰყვა, 2011-2018 წლებში კი ის “სოსიედადის” ღირსებას იცავდა. ლა ლიგაში ჩატარებულ 252 შეხვედრაში მექსიკელმა 69 გოლი გაიტანა.

2018 წლის იანვარში კარლოს ველა “ლოს ანჯელესში” გადავიდა, რომლის შემდეგენლობაშიც 32-ჯერ ითამაშა და 15 გოლი გაიტანა.

მექსიკელი გასული წლის 1 ნოემბრის შემდეგ უთამაშებელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • Mელა
    schedule 17 იან 2019, 12:41
    #1

    იჯარით თუ წამოვა, ისე არაა ცუდი ფეხბურთელი გამოდგომით გამოგვადგება, მსოფლიოც კარგად ჩაატარა.