ერნესტო ვალვერდე მზადაა მალკომი გუნდიდან იანვარში გაუშვას

ერნესტო ვალვერდე მზადაა მალკომი გუნდიდან იანვარში გაუშვას

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მზადაა გუნდის ბრაზილიელ შემტევს, მალკომს იანვარში შეელიოს. ამ ინფორმაციას RAC1 ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა 21 წლის ფეხბურთელს უკვე უთხრა, რომ მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო მიეცემა.

ჯერჯერობით უცნობია, მაკლომის იჯარით გაშვებაზეა საუბარი, თუ გაყიდვაზე.

მალკომი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში გადავიდა. კატალონიური კლუბის მაისურით მან 10 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, მალკომის დამატების სურვილს “ტოტენჰემი”, “იუვენტუსი”, “ლაციო”, “ევერტონი” და “გუანჩჟოუ ევერგრანდი” გამოთქვამენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Rivaldo
    17 იან 2019, 16:54

    ფანები თანახმა ვართ რო ვალვერდე დღესვე გაუშვან. არ გაღუნა ტვინი ამ ცხვირგასიებულმა. სათამაშო დრო არ მიგიცია ფეხბურთელისთვის და გაშვებას იძახის. არ იცის ამ კაცმა ახალგაზრდებთან მუშაობა და თუ გინდა მოკალი. არაა ეს ბარსას მწვრთნელი წადი ისევ ბილბაოს მიაწევი სჯობს. რთულია ეს დედა ნატირები ერთხელ ძირითად გუნდთან ერთად ცხრიანზე დააყენო, რა იცი რას შვრება პირდაპირ გაშვებაზე რომ ხარ თანახმა. ასეთი არაფერი მინახავს რა კარგი თაობა გვყავს და ეს რას შვრება ეს მაურინიოს ჩინური ვერსია საიდან ნახეს ან საიდან დაუკავშირეს ბარსელონას სტილს არ მესმის

  • gelantia
    17 იან 2019, 14:15

    ეს რატო იყიდეს მაინტერესებს რომა რომ გაემწარებინათ იმიტომ?და ეხლა სკამს ახეხინებენ.ცოდოა მალკომი და ჯობია წავიდეს

  • Don_Andresito
    17 იან 2019, 12:05

    Ijarit wavides. Waasxavs valverde da eshvelos iqneb amasac. Valos poxondriebis gamo aravin unda gavyidot da arc viyidot. Mara tu mainc gayidian 50 ze naklebad ara da an jovici movides an inaki williamsi

  • torniket
    17 იან 2019, 11:42

    ეგრე ჯობია თუ ვერ გამოამჟღავნა რა აზრი აქვს ამას დემბელესავით და კოუსავით არავინ მისცემს დროს დქ დენისივით ჩაიკარგება..

  • Mელა
    17 იან 2019, 11:39

    არა აშკარად უნდა წავიდეს, საერთოდ რატო იყიდეს ტყუილად აგდია აგერ,ჯობია გავყიდოთ ესეც დაისვენებს და ჩვენც დავისვენებთ.იცის ბურთი და ნიჭიერია მარა ვერ ამჟღავნებს აქ თავის შესაძლებლობებს.