მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლევანტესთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

“ლევანტესთან” მატჩის განაცხადი ცნობილია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, “ლევანტესთან” ხვალ ღამით გასამართი მატჩის განაცხადი დაასახელა. 18 კაციანი სია ასე გამოიყურება:

ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, ლანგლე, მურილიო, ალბა, რობერტო, ალენია და ვიდალი. 

ტრავმის გამო, გუნდს რაფინია, სამპერი, ვერმალენი და უმტიტი ვერ ეხმარებიან, მალკომი კი განაცხადში ისევ უცნობი მიზეზის გამო ვერ მოხვდა. 

“ლევანტესთან” შეხვედრა “ბარსასთვის” წლის პირველი გამოცდა იქნება, რადგან ესპანეთის თასის 1/8 ფინალის პირველი მატჩი მეტოქის გამარჯვებით დასრულდა, კატალონიელებმა კი მათთვის სასარგებლო შედეგის დაფიქსირება უნდა მოახერხონ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში