პაკო ალკასერი, რომელიც “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ გერმანიაში ბრწყინვალედ თამაშობს, Marca-სთან ინტერვიუში თავის მდგომარეობაზე საუბრობს.
“რეალურად, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაჯერებაა. თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვს, უფრო კომფორტულად ხარ და ყველაფერი უფრო ადვილია. “ბარსელონაში” მივედი მაშინ, როცა 3 თვის განმავლობაში გატანილი არ მქონდა და უარყოფითი სერია დავიწყე. ახლა ეს შეიცვალა და თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ.
“ბარსას” დონის გუნდში თამაში რთულია, მაგრამ ეს მწვრთნელზეც არის დამოკიდებული. საბოლოოდ, ჩემთან და მუნირთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მივიღეთ. მე არ მენდომებოდა ისეთ კლუბში ყოფნა, სადაც გუნდის ნაწილი არ ვარ და სამიდან მხოლოდ ერთ მატჩში ვთამაშობ. მინდა, თავი მნიშვნელოვნად ვიგრძნო, დორტმუნდში ბედნიერი ვარ”. – ამბობს ალკასერი.




რამდენი შანსი გქონდა და რამდენი გამოიყენეე? ჯერ არ ხარ ბარსას დონის ფეხბურთელი, წარმატებები დორტმუნდში
შენ წარმატებები და ვალიკოს ჯ ა ნ დ ა ბ ა ა ა !!!

სწორია პაკო შენი თავის და შესაძლებლობების უნდა გწამდეს, და ყველაფერს მიაღწევ. წარმატებებს გისურვებ ბორუსიაში!