“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა, “ეიბართან” მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი კარის მაღალ დონეზე დაცვაა. ამის გათვალისწინებით, ყველაფრისთვის ბრძოლა შეიძლება.
ბოლო დროს, ჩვენმა დაცვამ ძალა დაიბრუნა. სეზონის დასაწყისში ბევრი გოლი გავუშვით და ამის გამო გაბრაზებული ვიყავით, თუმცა ეს წარსულში დარჩა.
კლემან ლანგლე ძალიან კარგი ფეხბურთელია, რაც ყველა თამაშში იგრძნობა. მისი მოედანზე ყოფნა სტაბილურობას განაპირობებს, მაგრამ, კარგი იქნება, თუ უმტიტიც მალე დაბრუნდება.
კოუტინიოს სახით განსაკუთრებული მოთამაშე გვყავს. მას, როგორც გუნდის ყველა სხვა წევრს, მოედანზე ხშირად ყოფნა სურს და ჩვენ მისი გვჯერა. ახლა ის გუნდზეა კონცენტრირებული და ვფიქრობ, კმაყოფილია.
მესის მიღწევის გამეორება ყველას გაუჭირდება. მას ვულოცავ და იმედი მაქვს, გატანას კიდევ დიდხანს არ შეწყვეტს”.




შტეგოო