“ბარსელონა” 2:1 “ხეტაფე” – ფაქტები

“ბარსელონა” 2:1 “ხეტაფე” – ფაქტები

ჩავი ერნანდსის გუშინდელი ყვითელი ბარათი ნიშნავს იმას, რომ იგი “ლა ლიგას” მორიგ ტურში, “ვილიარეალის” წინააღმდეგ მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება…

 

► ჩავიმ გუშინ თავისი მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო. შესაბამისად იგი შემდეგ მატჩში მონაიწლეობის მიღებას ვერ შეძლებს. “ვილიარეალთან” მატჩში, ყვითელი ბარათების გამო მომავალი მატჩის გამოტოვება ახლა ვალდესს, მაშერანოს,  ბუსკეტსსა და მესის ემუქრებათ.

 

► “ხეტაფეს” დამარცხებით გუნდმა ახალი რეკორდი დაამყარა: “ბარსა” “პრიმერას” ზედიზედ 27 შეხვედრაა წაუგებლად ასპარეზობს. ეს მაჩვენებელი მეტია, ვიდრე 1973/74 წლების მაჩვენებელი, როდესაც იმ დროინდელმა “ბარსამ” 26 თამაშიანი წაუგებელი სერია შესთავაზა თავის გულშემატკივარს.

 

► ვიქტორ ვალდესმა “ბარსას” მაისურით 289–ე შეხვედრა ჩაატარა, რითიც “ბარსას” ლეგენდარულ მეკარეს, ანტონი რომალეტესს გადაასწრო. ერთადერთი მეკარე, რომელიც ვიქტორს უსწრებს ანდონი სუბისარეტაა. ბასკ მეკარეს “ბარსას” მაისურით 301 შეხვედრა აქვს გამართული.

 

► ალვეშმა ამ სეზონში თავისი მესამე გოლი გაიტანა. გუშინდელ მატჩამდე მის მსხვერპლთა სიაში მხოლოდ “პანათიანაიკოსი” და “სევილია” ფიგურირებდა. 

 

► აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ხეტაფეს” წინააღმდეგ ხეფრენმაც ითამაშა, რომელიც მეორე ტაიმში ცვლილებაზე შემოვიდა. “ბეტისი” – “ბარსას” დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ორი თვის წინ გაიმართა, სუარესი მოედანზე არც ერთხელ გამოჩენილა.

 

► “ბარსამ” მარტის თამაშები დაასრულა. ამ თვეში კატალონიელებმა 4 გამარჯვების მოპოვება მოახერხეს, ხოლო ერთხელ შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward