workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ეიბარი” მარკ კუკურელიას გამოსყიდვას აპირებს

“ეიბარი” მარკ კუკურელიას გამოსყიდვას აპირებს

“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი და “ეიბარში” განათხოვრებული მარცხენა მცველი მარკ კუკურელია, დიდი ალბათობით, ბასკურ კლუბში დარჩება.

20 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით კომენტარი “ეიბარის” სპორტულმა დირექტორმა, ფრან გარაგარსამ გააკეთა: “მარკ კუკურელიას შესაძლებლობებისა და ნაჩვენების თამაშის გათვალისწინებით, მის გამოსყიდვაზე ვფიქრობთ. მან სასიამოვნოდ გაგვაოცა და მადლობა “ბარსას”, რომ ეს ფეხბურთელი იჯარით დაგვითმო.” – ციტირებს გარაგარსას სიტყვებს Sport.

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “ეიბარში” დარჩენის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.

კუკურელიამ, მიმდინარე სეზონში, 12 მატჩი ჩაატარა, აქედან 8 შემთხვევაში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო. 20 წლის მარცხენა მცველის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კუკურელიას თამაში “რეალის” წინააღმდეგ (3:0), როდესაც ფეხბურთელმა სამივე გოლში აქტიური მონაწილეობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, თბილისის დროით 21:30 საათზე, “ბარსელონა” სწორედ “ეიბარს” დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • sergio busquets5
    schedule 13 იან 2019, 13:55
    #4

    !იყიდონ 15 მილიონად

  • Bola
    schedule 12 იან 2019, 15:55
    #3

    ალბას ეს ვერ ამოაგდებს ისე აქვს ამრეფილი. ისე მიკვირს შემცვლელი არავინ ყავს სულ ძირითადშია ალბა მარა უმატებს და უმატებს პირიქით. არ მოეშვა და აწვება ბოლომდე

  • ROUCH
    schedule 12 იან 2019, 15:22
    #2

    ალბას ზამენობას და წელიწადში 1 თამაშს ეიბარში არ ჯობია, ბ გუნდისთვის კიდე ცოდო იყო

  • cezo45
    schedule 12 იან 2019, 15:15
    #1

    იმედია დაბრუნდება ბარსაში.ეიბარის თამშებს ვუყურებ თქო ვერ ვიტყვი მაგრამ ერთხელ ვუყურე რეალთან და ერთიც კიდევ რომელიღაც გუნდს ხვდებოდნენ არ მახსოვს ტიპი დაფრინავს ძან სწრაფია და სულ პრესინგზეა,ან საერთოდ რატო გაუშვეს ვერ ვხდები ლუკა დინი წავიდა გუნდიდად და წესით ეს არუნდა გაეშვათ