დღევანდელ პრესკონფერენციაზე ერნესტო ვალვერდეს შეკითხვა იმ საკამათო ეპიზოდზე დაუსვეს, რომელიც “რეალი”-“სოსიედადის” მატჩში მოხდა. მადრიდული კლუბის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი, ვინისიუსი, სტუმართა მეკარემ საჯარიმოში წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა.
“სადავო ეპიზოდები ფეხბურთის ნაწილია და ეს ყოველთვის ასე იქნება. ამას ვერ შევცვლით, თუმცა ვიდეო-რეფერის სისტემა სამართლიანია და მსაჯებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ძალიან ეხმარება. გამოწვეული ხმაური ხშირად თვითონ თამაშზეა დამოკიდებული”. – განაცხადა ვალვერდემ.




მე მგონია რომ არ უნდა დანიშნულიყო პენალტი ამას იმიტომ კი არ ვამბობ რომ ბარსას ფანი ვარ რეალის ადგილას რომ ბარსა ყიფილიყო მაგ სიტუაციაში იმავე აზრზე ვიქნებოდი უბრალოდ რეალს და მთელს რეალის ფანობას მაგ ეპიზოდზე ხმა საერთოდ არ აქვს ამოსაღები ბოლო წლების რეალის ჩ.ლიგაზე ასპარეზობას გადაავლონ თვალი და ნახავენ რამდენი უსამართლობით ისჯებოდნენ რეალის მოწინაააღმდეგე გუნდები ასე რომ მსაჯების მიერ დახმარება არ დახმარებაზე საერთოდ არ უნდა დასცდეთ მაგათ სიტყვა.. ისიც მახსოვს გალაკტიკის გუნდად რომ მოიხსენებოდა ბარსა იგივე რეალის ფანობა გამუდმებით მსაჯელონაზე როგორ მასიურად საუბრობდნენ.
ისე მეგობრებო რას იტყვით ბარსამ ხამესი რომ დაიმატოს 42 მილიონად?
აი ყველაფერი, მაგრამ მადრიდისტას მორალური უფლება აქვს მსაჯზე ილაპარაკოს? ბოლო სამ წელში ამაზე გაცილებით მნიშვნელოვან მატჩებში და გაცილებით მეტ მომენტში გაუწიეს დახმარება. ეს ყველაფერი ზღვაშუ წვეთი იყო, ერთი სადაო ეპიზოდი იყო და უცოდველი კრავები გამოვიდნენ, ცუდია ხო უსამართლობა? ბაიერნის და სხვა გუნდის ფანების ადგილზე წარმომიდგენია რაღას იზადნენ მართლა, როცა აწყობთ მაშინ სამართლიანობა უნდა აღდგეს.
ვალო ნახეეეთ.ამან ლაპარაკი როდის დაიწყო