2018/19 წლების სეზონის მეორე ნახევარი უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერ მაინც უცნობია, დარჩება თუ არა ერნესტო ვალვერდე “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სეზონის შემდეგ. ამ თემაზე კომენტარი კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი მესტრემ გააკეთა.
“ვალვერდეს მუშაობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”. – თქვა მესტრემ ქალთა გუნდის ახალი მწვრთნელის, ლუის კორტესის პრეზენტაციაზე.
“საქმეს მშვიდად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ყველაფერი მხოლოდ კლუბზე არ არის დამოკიდებული. ამ საქმეს მაშინ განვიხილავთ, როცა შესაფერისი დრო მოვა”.
ვალვერდეს მოქმედი ხელშეკრულება მის 2020 წლამდე სამსახურს ითვალისწინებს, მაგრამ კლუბს კონტრაქტის ერთი წლით ადრე გაწყვეტის უფლებაც აქვს.
ამ კაცს არ ვუკარგავ იმ ყველაფერს რაც ბარსასთვის გაააკეთა მაგრამ მე არ მომწონს ეს ფეხბურთი მგონია რომ რაღაც შეშინებულ ფეხბურთს თამაშობენ. გუნდი რომელშიც მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ირიცხება და არამარტო ერთი ის გუნდი ასე არ უნდა თამაშობდეს ეს რომასთან მეორე შეხვედრაც ამტკიცებს მაგას..
კუმანი მოიყვანონ ყველას ჯობია
ვალიკო წადი რა, კაცი არა ხარ.ისე ალბათ ჩემი აზრით კუმანი აჯობებს ყველას.ავტორიტეტიც აქვს.ბარსას ლეგენდა.შეხედეთ ჰოლანდია როგორ აათამაშა
ვალვერდეს შეცვლის ვარიანტები:ვენგერი,კიკე სეტიენი,ვან დე ბეეკი.ესენი მაგარ ფეხბურთს ათამაშებენ გუნდს