workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბეილმა “ტოტენჰემში” დარჩენა ამჯობინა

ბეილმა “ტოტენჰემში” დარჩენა ამჯობინა

ლონდონის “ტოტენჰემის” უელსელი მარცხენა გარემარდი, გარეთ ბეილი ახლოს იყო, კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან. მის მიმართ ინტერესს ასევე მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენდნენ. თუმცა ახლა ყველა სატრანფერო ჭორებს ბეილის შესახებ ბოლო მოეღება, რადგანაც 21 წლის ფეხბურთელმა “ტოტენჰემთან” ოთხ წელ ნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2015 წელს ეწურება.

ლონდონური კლუბის ოფიციალურმა საიტმა ეს ინფორმაცია, მას შემდეგ გაახმაურა, რაც “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე ფრე ითამაშა “ვესტ ჰემთან”.

უელსელმა ფეხბურთელმა თავისი მაღალი დონე “სან სიროზე”, “ინტერთან” მატჩში დააამტკიცა, სადაც ჰეთრიკის შესრულება შეძლო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში