workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა მატჩის შედმეგ

გვარდიოლა მატჩის შედმეგ

“ბარსელონას” თავკაცმა, თავისი გუნდის თამაშს “შესანიშნავი რეაქცია” უწოდა, როდესაც მათ იმარჯვეს “ხეტაფესთან” ანგარიშით 2:1. გოლები ალვეშისა და ბოიანის ანგარიშზეა. ეს კვირა მათთვის მართლაც რთული იყო, ჯერ ცრუინფორმაცია დოპინგის მოხმარებაზე და შემდეგ ერიკ აბიდალის ტრავმა.

 

“რეაქცია იყო ფანტასტიკური, ჩვენ ასევე ფანტასტიკურები ვიყავით ყველა დანარჩენ ასპექტში”. განაცხადა გვარდიოლამ მატჩის შემდგომ პერს–კონფერენციაზე. “ძალიან რთული კვირა იყო და მოხდა ბევრი რამ, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერს არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. ხალხი პესიმისტურად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ ბოლო კვირაში მომხდარი ამბების გამო, მაგრამ შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სათამაშო ფორმა და განვაგრძოთ თამაში ამ იმპულსით. არის დღეეები, როდესაც ვერ ვახერხებთ ხშირად მეტოქის დამწუხრებას, მაგრამ ეს არ არის პრობლემა. ყველა მომენტის გოლად ქცევა შეუძლებელია, მაგრამ ანგარიში 2–1 მეტყველებს იმაზე, რომ “მიშელი” ( “ხეტაფეს” მწვრთნელი ავტ.) თავისი საქმის ნამდვილი ოსტატია”.

 

პეპ გვარდიოლა შეეხო ჩავის ყვითელ ბარათსაც. ესპანელი ნახევარმცველი გამოტოვებს მატჩს “ვილიარეალთან”, მაგრამ მოიშორებს ბარათებს და სუფთად ითამაშებს “რეალთან”. ამასთან დაკავშირებით პეპმა თქვა, რომ არიან სხვა ფეხბურთელები, რომლებმაც თავი უნდა შეიკავონ უხეშობისგან, რათა არ გამოტოვონ მატჩი რეალთან. ესენი არიან: ვალდესი, ბუსკეტსი, მაშერანო და მესი. “ჩვენ ნამდვილად გვართებს სიფრთხილის გამოჩენა”. განაცხადა გვარდიოლამ. 

 

ბოლოს, გვარდიოლამ შეაქო ბოიანი, რომელიც შესანიშნავად მოერგო გუნდს და “ხეტაფეს” კარში გოლიც გაიტანა. ასევე მწვრთნელმა აღნიშნა ადრიანოს და მაშერანოს კარგი თამაში. მიუხედავად, ჰოლანდიელი აფელაის, არცთუ წარმატებული ტრანსფერისა, გვარდიოლამ შეაქო ის და თქვა, რომ: “არ არის ადვილი დამკვიდრდე “ბარსელონაში”. მე მაქსიმალურად ვაძლევ მას სათამაშო დროს და უნდა აღვნიშნო, რომ როცა ის გამოდის მოედანზე, ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს”. დაასრულა “ბარსას” თავკაცმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში