ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში გუშინ გამართული შეხვედრა მე-10 იყო, რომელშიც “ბარსელონამ” “ხეტაფე” სტუმრად დაამარცხა. კატალონიური კლუბისთვის, “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” წარმატება საბოლოო წარმატებასთან ასოცირდება.
წინა 9 შემთხვევიდან, როდესაც “ბარსამ” ხეტაფეში მოიგო, 8-ჯერ კატალონიელები ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ. ერთადერთი გამონაკლისი 2013/14 წლებში დაფიქსირდა, როდესაც კატალონიელებს ჩემპიონობა არბიტრმა წაართვა – ბოლო ტურში, კონკურენტ “ატლეტიკოსთან” გამართულ გადამწყვეტ მატჩში, ლეო მესის წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა.
ეს სტატისტიკა უბრალო დამთხვევა არაა. საქმე ისაა, რომ “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”, “ბარსელონასთვის” იოლი სტადიონი ნამდვილად არაა. კატალონიელები ამ არენაზე მხოლოდ მაშინ იგებენ, როდესაც ობიექტურად ქვეყნის საუკეთესო გუნდი ჰყავთ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც “ბარსამ” ხეტაფეში ვერ მოიგო, მაგრამ ჩემპიონი მაინც გახდა, 2014/15 წლების სეზონში დაფიქსირდა.