მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟერარ პიკე: მსაჯის გადაწყვეტილებებზე კამათი ჩვენი კულტურის ნაწილია

ჟერარ პიკე: მსაჯის გადაწყვეტილებებზე კამათი ჩვენი კულტურის ნაწილია

“ხეტაფესთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ჟერარ პიკემაც გააკეთა. 

“წლის გამარჯვებით დაწყება ძალიან კარგია. როგორც მახსოვს, წლებია, ეს არ გაგვიკეთებია. 

არა მგონია, მეტოქეებთან ქულების სხვაობა ჯერ ასე მნიშვნელოვანი იყოს, ტიტულისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. 

ვალვერდე “ბარსელონაში” შესანიშნავად მუშაობს და შესანიშნავი იქნება, თუ აქ დარჩება. მას სიმშვიდე და შედეგი მოაქვს, გადაწყვეტილებას კი თავად მიიღებს. 

როცა ვიდეო-რეფერი არ იყო ყველა კამათობდა, იმიტომ, რომ არ იყო, ახლა კი იმიტომ კამათობენ, რომ არის. ამ ქვეყანაში ასეთი ეპიზოდები გვიყვარს და არის პროგრამები, რომლებიც მხოლოდ ამაზე მუშაობენ. ეს კულტურის ნაწილია. 

VAR-ის არსებობა მსაჯებს ეხმარება და ძალიან მნიშვნელოვანია”. – განაცხადა პიკემ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • QIROESTA
    schedule 07 იან 2019, 12:48

    სემედუ ათამაშოს, შენელებული კადრის მაგივრად კოუტინიო ათამაშოს და ტრადიციულ 4-3-3 ზე დადგეს გუნდი