5 თამაში წაუგებლად

5 თამაში წაუგებლად

უკვე ზედიზედ 5 თამაშია, რაც ლუის ენრიკეს გუნდი წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა ბოლო, 30–ე ტურში დაფიქსირებული შედეგი კატალონიელთათვის არც თუ ისე სახარბიელო გახლავთ…

 

“ბარსა ბ”–მ  გუშინ “სეგუნდა დივიზიონის” 30–ე ტურის შეხვედრა გამართა, სადაც გასვლით შეხვედრაში “უესკას” უპირისპირდებოდა. მატჩში ლუის ენრიკეს გუნდისთვის “უჩვეულოდ”, მხოლოდ 2 გოლი გავიდა. გოლის გატანა თავიანთ თავებზე ტარიკმა და ბენხამ აიღეს. ტარიკმა თავისი გუნდი შეხვედრის დაწყებიდან 19 წუთში დააწინაურა, ხოლო ბენხამ მას გოლით მხოლოდ და მხოლოდ 52–ე წუთზე უპასუხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოედანზე ვიქტორ ვასკესი, კარმონა და სერხიო გომესი გამოჩნდნენ. 

 

მატჩის პირველ ტაიმში მოედნიდან შეხვედრის არბიტრმა “უესკას” მცველი, მოლინერო გააძევა. მოლინერომ წითელი ბარათის მიღება 2 ყვითელი ბარათის დახმარებით მოახერხა. მის გარდა მანსანომ ყვითელი მის 4 თანაგუნდელს უჩვენა, ხოლო “ბარსა ბ”–ს მხრიდან ბარათის მსხვერპლი მხოლოდ აბრაამ მინიერო აღმოჩნდა.

 

ახლა კატალონიელები კვლავ მეოთხე ადგილზე ბინადრობენ და უახლოეს მდევარ “ელჩეს” 1 ქულით უსწრებენ. ლუისის გუნდისგან განსხვავებით, “ელჩესთვის” 30–ე ტური წარმატებული აღმოჩნდა და გუნდმა გაიმარჯვა. კატალონიელებს 31–ე ტურში ყველასათვის კარგად ნაცნობი და ყველასათვის საყვარელი “ალკორკონი” ელით. ეს გუნდი გათამაშებაში მეთერთმეტე ადგილს იკავებს.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია