ლონდონური კლუბები “არსენალი” და “ჩელსი” კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველით, დენის სუარესით დაინტერესდნენ. ამ ინფორმაციას Football Espana ავრცელებს.
სიახლე არაა, რომ დენისს სტაბილური სათამაშო დრო უნდა, რისი საშუალებაც მას “ბარსელონაში” არ აქვს. 24 წლის ფეხბურთელი ღიად აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბში ბედნიერი არაა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ლონდონელები დენისის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აპირებენ. მისი შეძენის სურვილს “ევერტონი”, “ვესტ ჰემი” და “უოტფორდიც” გამოთქვამენ.
დენის სუარესი კატალონიური კლუბის აღზრდილია. მის ანაგრიშზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ 6 მატჩი და 2 გოლია.
წავიდეს ჟობია
აუ არადა არმინდა ამის გაყიდვა ესე პირდაპირ, იჯარით მაინც გაუშვან სადმე.
გაუშვან 30 მილიონად პლიუს პაულინიოს 50 მილიონი მერე ვერმალენი 20 მილიონად რო გაუშვან 3 ფეხბურთელში 100 მილიონს აიღებენ ამას პლიუს 150 მილიონი ტრანსფერების თვის გამოყოფილი 250 მილიონი. იყიდონ დე იონგი 60 მილიონი დე ლიხტი 70მილიონი დარჩებათ 120 მილიონი ფორვარდად მოიყვანონ იკარდი 100 მილიონად ან კეინი 120 და ჩართონ ტრანსფერში სუარეზი
ევერტონი-კარგად იხდის :დდდდდდ