workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” რაბიოსთნ და ტოდიბოსთან ოფიციალურად მოლაპარაკების უფლება აქვს

“ბარსელონას” რაბიოსთნ და ტოდიბოსთან ოფიციალურად მოლაპარაკების უფლება აქვს

დღეს პირველი იანვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” იმ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყება შეუძლია, რომლებსაც მოქმედი კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდებათ.

ასეთი ორია – ადრიან რაბიო და ჟან-კლერ ტოდიბო.

გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონა” რაბიოსთან უკვე შეთანხმებულია, მაგრამ სანქციის შიშით, კატალონიელები ამას აქამდე ვერ დაადასტურებდნენ. უნდა ველოდოთ, რომ გარიგება უახლოეს დღეებში გაოფიციალურდება.

რაც შეეხება ტოდიბოს – “ტულუზის” 19 წლის ცენტრალურ მცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ და მისით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა უკანახაზელი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” გააქტიურება მართებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • sandman
    schedule 01 იან 2019, 19:32

    სიტყვებით ვერ ავღწერ ისე არ მინდა რაბიოს გადმოსვლა , უსაზიზღრესია