მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, La Vanguardia-სთან ინტერვიუში თავის მთავარ გატაცებაზე საუბრობს. 

“ფოტოგრაფია ჩემი ჰობი არ არის. ეს უფრო სერიოზულია და ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. 

ფოტოების გადაღება ბავშვობიდანვე მომწონდა, თუმცა ეს უბრალოდ ჰობი იყო, სანამ, ფეხბურთის თამაშით გამომუშავებული ჩემი პირველი ხელფასით მეგობარს კანარის კუნძულებიდან კამერის ჩამოტანა ვთხოვე. ზუსტად მახსოვს, რომ ეს 40 000 პესეტა დამიჯდა. 

როცა ლაბორატორიაში ხარ, აცეტონის მჟავის და ფიქსატივის სუნი გცემს… სინათლის წყაროს გამორთავ, წითელ შუქს ანთებ, ფურცელს დებ და უყურებ, როგორ გამოდის სურათი… ეს მომენტი უბრალოდ საოცარია. 

მომენტების და შინაგანი მდგომარეობის ასახვა მომწონს. ჩემი ფოტოები არატრადიციულია, კომფორტის შეგრძნებას არ იწვევს. მინდა, სურათები განსხვავებული იყოს. 

დიდ ყურადღებას არ ვაქცევ იმას, რამდენად არასასიამოვნოა სცენა, რომელიც სურათზე იქნება ასახული. ეს ადამიანებისთვის დარიგების მიცემას ემსახურება. ვფიქრობ, სიკვდილიც ფოტოგენურია, რადგან ის გამოღვიძებისკენ მოგვიწოდებს. 

უდიდეს პატივს ვცემ იმ ფოტოგრაფებს, რომლებსაც საუკეთესო განათებისთვის მოცდის და კარგი კადრის სრულყოფილად ქცევის უნარი აქვთ. მათ ნამუშევრებზე დაკვირვებით, ჩემი თვისებების გაუმჯობესებასაც ვცდილობ. 

საერთოდ კი, როგორც ფოტოგრაფი, მწვრთნელიც ვარ…” 

არც ისე ცუდი იქნება, თუ ვალვერდე ისტორიაში არა მხოლოდ როგორც ფოტოგრაფი, მწვრთნელიც შევა, უფრო კონკრეტულად კი – “ბარსელონას” მწვრთნელი. მოედანს მიღმა მის შემოქმედებას კი, შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (7)

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 იან 2019, 14:18

    ვალვერდე სხვა რაკურსით 😀

  • vegassi54
    schedule 31 დეკ 2018, 19:31

    მარტო ფეხბურთი არ ყვარებია გულჩათხრობილი და გაცრეცილი მუქში flushed

  • Onl Y Human
    schedule 31 დეკ 2018, 15:28

    ისე ისაუბრა ფოტოგრაფიაზე რო ალბათ მწვრთნელობა მისთვის მეორე ხარისხოვანია…

  • nika 54
    schedule 31 დეკ 2018, 14:58

    რას ერჩით, როგორიც ფოტოგრაფია მწვრთნელიც ისეთია, თუმცა 250 ევროიანი ფოტოაპარატით უკეთესებსაც გადაიღებდა კაცი. მეც კარგად მახსოვს დედაჩემმა რო ფოტოაპარატი მიყიდა ბავშვობაში "ვესნა",(კანარის კუნძულებიდან არა, მაგრამ თბილისის უნივერმაღში მარჯანიშვილზე, დღეს იმ შენობაში ბანკია, 12 მანეთი მისცა( 3-დოლარი) რავიცი, მაგის გადაღებულებზე ნაკლები არცერთი არ არის…მწვრთნელობაც ხო არ მეცადა.

  • davidus2020
    schedule 31 დეკ 2018, 14:53

    საახალწლო საჩყქარი გაგვიკეთე და გაყევი ფოტოგრაფობას, დაანებე თავი ბარსას

  • Hessi
    schedule 31 დეკ 2018, 13:21

    სერიოზული ბოლო სიტყვები ჰქონდა სტატიის ავტორს ბოლოში

  • sergio busquets5
    schedule 31 დეკ 2018, 13:06

    ყოჩაღ ვალოდია