“ბარსელონამ” თავის მეკარეზე, იასპერ სილესენზე საბოლოო ფასი დააწესა, იტყობინება Le Figaro.
წყაროს ინფორმაციის თანახმად, კატალონიური კლუბი 29 წლის ჰოლანდიელ გოლკიპერს 60 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილესენით რიგი ინგლისური და იტალიური კლუბები არიან დაინტერესებულები. წყაროს ცნობით, “ბარსელონასთან” მოლაპარაკებების გამართვას რამდენიმე გუნდი შეეცადა, მაგრამ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” თანხის დაკლებაზე უარი თქვეს.
იასპერ სილესენი “ბარსელონაში” 2016 წლიდან გამოდის. მიუხედავად მისი ბრწყინვალე თამაშისა, გუნდის ძირითად მეკარედ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი რჩება.



