არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ლიონელ სკალონი იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი უახლოეს დროში ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება.
“მესისთან ხშირად არ ვსაუბრობ, მაგრამ კავშირს ვინარჩუნებთ. შევეცდებით, რომ 2019 წელს ლიონელი ნაკრებს შეუერთდეს. ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ოპტიმიზმით ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს არგენტინის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებდა მესისთან მუშაობას, მე კი უფრო მეტად, ვიდრე ვინმე სხვა.” – ციტირებს სკალონის სიტყვებს Goal.
დაბრუნდება აბა რას იზამს პატარა პაუზის შემდეგ