workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პსჟ მზადაა რაბიო “ბარსელონას” 5 მილიონად მიჰყიდოს

პსჟ მზადაა რაბიო “ბარსელონას” 5 მილიონად მიჰყიდოს

“პარი სენ-ჟერმენს” არ სურს ადრიან რაბიო გუნდში ზაფხულამდე შეინარჩუნოს და ის უფასოდ გაუშვას. ამის თავიდან ასარიდებლად, ფრანგული კლუბი მზადაა 23 წლის ნახევარმცველი “ბარსელონაში” 5 მილიონ ევროდ გაუშვას.

გავრცელებული ცნობებით, რაბიოს “ბარსელონაში” უფასოდ გადასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ მხარეებს შეთანხმების გასაჯაროების უფლება იანვრამდე არ აქვთ. პსჟ-ში, ბუნებრივია, ეს კარგად იციან. მათ არ უნდათ, სეზონის დარჩენილ ნაწილში რაბიოს ხელფასი უხადონ და შემდეგ ის უფასოდ გაუშვან. სწორედ ამიტომ, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხელმძღვანელობისგან მიიღო მითითება, რაბიო იანვარში გაყიდოს.

Paris United-ის ცნობით, პარიზელები შეეცდებიან რაბიო “ბარსელონაში” იანვარშივე გაუშვან, სანაცვლოდ კი 5 მილიონი ევრო მიიღონ.

აქამდე არსებული ცნობებით, “ბარსელონა” მზად იყო, რაბიოს ხელში უფასოდ ჩაგდების სანაცვლოდ, მისთვის, ბონუსის სახით, 10 მილიონი ევრო გადაეხადა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Don_Andresito
    schedule 27 დეკ 2018, 18:36

    ბარემ მოვიდეს ჯობია. თან ლიგაზე თამაშის უფლება ექნება ახალი წესით ასე რომ… ადაპტაციას უკეთ გაივლის და მოამვალი წლის ზაფხულისთვვის უკვე მზად იქნება ძირითადისთვის. თOრე მომავალ წელს ესეც მოვიდეს, დე იონგიც, რაკიტიჩი წავიდეს და ფაქტიურად ნახევარდაცვა უცებ იცვლება, ახალი ნახ.დაცვა ყაილებდება ფაქტიურად სულ. სამიდან 2 ახალია და ვიდალი არტურიც ახალმოსულები ასე თუ ისე. მარტო ბუსია ძველი სკოლა და რთული იქნება უცებ ადაპტაცია. ამიტო რაბიოს ეხლა მოსვლას ესეთ მიზერულ ფასად მივესალმები

  • nika 54
    schedule 27 დეკ 2018, 13:20

    ეს უტ–კო ყარაჩოღელები, დავსვავთ სკამზეო ზაფხულამდეო და ასე და ისეო…….
    მიხვდნენ თავიანთ უჭკუობას? ეს მართლა მონათმფლობელები.

    ციტატა: Wtf man
    5 მილიონად თუ უშვებენ მაშინ მოიყვანონ ზამთარში დაგვჭორდება ლა ლიგაში და კოპაზე თან სექტემბრამდე შეეჩვევა გუნდს კარგად და ახალი სეზონისთვის მოხოდილი იქნება


    ლიგაზე ისეც ითამაშებს, ხო დართეს ნება რო ჯგუფურზე ნათამაშევებს ექნებათ უფლება სხვა გუნდში პლეი ოფში ითამაშონ.

    ციტატა: ani-barca10
    იანვარში ჯობია და მისცენ 10-15 მილიონი


    რატოღა მისცენ 10-15, 5-ად იძლევიან, არ კითხულობ ბოლომდე სტატიებს.

  • Basi
    schedule 27 დეკ 2018, 12:12

    moiyvanon ianvarshivee