“ბარსელონას” 3 ნომერი, ხერარდ პიკე თვლის, რომ ფრანსესკ ფაბრეგასი აუცილებლად გადმოვა “ლურჯ–ბროწეულისფერებში”. ხერარდის თქმით, დროა ფაბრეგასი მშობლიურ მიწას დაუბრუნდეს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელების მდგომარეობა ძალიან გავს ერთმანეთს. ერთ დროს “ბლაუგრანას” აღზრდილი პიკეც ინგლისში წავიდა. გვარდიოლას მოსვლის შემდეგ იგი კლუბში დააბრუნეს, ახლა კი იგივეს აპირებენ სესკთან მიმართებაშიც.
სესკ ფაბრეგასი უკვე ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, ასე, რომ არ იქნება ადვილი მისი დაბრუნება: “აქ ადაპტაციის პრობლება არ არსებობს. “მანჩესტერიდან” დაბრუნებიდან 3 თვის შემდეგ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თევზი – წყალში. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება ფაბრეგასიც, რადგანაც ამ კლუბის აღზრდილია და აქ ყველას კარგად იცნობს. “ბარსელონას” კოზირი ისაა, რომ შესანიშნავი ატმოსფერია გასახდელში. ყველა ფეხბრუთელი ერთი დიდი ოჯახის წევრია”.
“ფაბრეგასი? დამიჯერეთ მოვა დრო და ეს მოხდება. მთავარია სამივე მხარე დათანხმდეს: “ბარსელონა”,”არსენალი” და სესკი. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება”.



