მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” 2018 – სტატისტიკა

“ბარსელონას” 2018 – სტატისტიკა

“ბარსელონასთვის” 2018 წელი უკვე დასრულდა. წარმოგიდგენთ კატალონიური გუნდის სტატისტიკურ მაჩვენებლებს ბოლო 12 თვეში ჩატარებულ მატჩებში. 

ჯამში, გუნდმა 58 შეხვედრა ჩაატარა. აქედან 39 “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა, 14 ფრედ, 5 კი – წაგებით. სულ, კატალონიელებმა 147 გოლი გაიტანეს და 55 გაუშვეს (საშუალოდ 2.5 : 0.9). კარის მშრალად შენახვა 23-ჯერ მოხერხდა.

ამ შედეგების მიღწევისთვის, ერნესტო ვალვერდემ გუნდის 38 ფეხბურთელი გამოიყენა. 

ბომბარდირები:

1. ლიონელ მესი – 47 გოლი

2. ლუის სუარესი – 32

3. ფილიპე კოუტინიო – 15

4. უსმან დემბელე – 14

5. ჟერარ პიკე – 7

საგოლე გადაცემების მიხედვით:

1. ლიონელ მესი – 23

2. ლუის სუარესი – 21

3. ჟორდი ალბა – 13

4. უსმან დემბელე – 11

5. ფილიპე კოუტინიო – 10

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი:

1. ივან რაკიტიჩი – 53

2. ჟერარ პიკე – 51

3. სერხიო ბუსკეტსი – 51

4. ლუის სუარესი – 50

5. ჟორდი ალბა – 50

ყველაზე დიდი დრო მოედანზე:

1. ჟერარ პიკე – 4 471 წთ

2. ლუის სუარესი – 4 296 წთ

3. ივან რაკიტიჩი – 4 244 წთ 

4. მარკ ტერ შტეგენი – 4 230 წთ

5. ჟორდი ალბა – 4 216 წთ

წლის პირველი ნახევარში, ანუ 2017/18 წლების სეზონის ბოლოს, “ბარსელონამ” ესპანეთის თასი და ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა, ჩემპიონთა ლიგაზე კი უსიამოვნო ტრადიცია გაიმეორა. მეორე ნახევრის დასრულების შემდეგ კი, გუნდი ლა ლიგას ლიდერობს, კოპა დელ რეის პირველი ეტაპი გავლილი აქვს და ლიგის 1/8 ფინალში “ლიონთან” თამაშისთვის ემზადება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • ნიკა
    schedule 25 დეკ 2018, 18:14

    უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ არა უშავს

  • Ak47
    schedule 25 დეკ 2018, 13:32

    ციტატა: ტაკიძეე
    კოუტინიოს ვერ გამოყენება არის უდიდესი შეცდომა! კოუ ბარსას მომავალია და არტურთან ერთად აქვს მსგავსი სტილი ინიესტასი,
    მსოფლიოზე ბრაზილიის ნაკრები არა ნეიმარზე ან ჟეზუსზე არამედ კოუსა და სათადარიგო სკამზე მოთამაშე უმაღლესი კლასის *ფირმინიო, კოშტა და ასშ.* ეყრდნობოდა და რათქმაუნდა კაზემიროს! კოუ არის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესი ნახ.მცველი რომელიც ჯერ მხოლოდ 25 წლისაა ამიტომ მისი პოტენციალის სრულად გამოვლენის შემდეგ ვფიქრობ რომ ის უდიდესი ღირებულების მქონე მოთამაშე გახდება ბარსასთვის და შეძლებს მესი ფორვარდის პოზიციაზე დააბრუნოს!

    მართალია ეს კაცი! ბრაზილიის ლიდერი მსოფლიოზე ნეიმარი ნაღდად არ ყოფილა შემტევ ნახევარმცველად ფორვარდის უკან სადაც კოუ იდგა აი საოცრად პროდუქტიული იყო რამდენიმე თამაში სწორედ კოუმ მოიგო შვეიცარიასთან მაგან გაიტანა ერთადერთი გოლი კოსტა რიკასთან 90+1ზეც მაგან გაიტანა გამარჯვების გოლი და მერე ნუ ნეიმარმაც შეაგდო მარა კოუს გოლი რო გადამწყვეტი იყო რათუნდა მაგას ლაპარაკი სერბეთთან პაულინიოს კოუმ გაატანინა პირველი გოლი მექსიკასთანაც კოუმ ივაჟკაცა და ბელგიასთან რენატოსაც მაგან მიცა პასი რო გაიტანა უბრალოდ ნუ რას ვიზავთ არ აქვს იმ კაცს შეტევის სურვილი და თამაშობს სამი საყრდენით ან თუ გაგვიმართლა ერთი არტურია ხოლმე სამ ნახევარმცველში უბრალოდ ამაზრზნია ჩემთვის ესეთი თამაშის სტილი რასაც ვალვერდე ათამაშებს გუნდს