workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანური პრესა: “ბარსელონა” “ვალენსიას” მცველს იმატებს

ესპანური პრესა: “ბარსელონა” “ვალენსიას” მცველს იმატებს

“ვალენსიას” კოლუმბიელი ცენტრალური მცველი ხეისონ მურილიო “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბოლო საათებში გავრცელებული ცნობების მიხედვით, 26 წლის უკანახაზელის კატალონიურ კლუბში გადასვლა გადაწყვეტილია.

ესპანური მედიის ცნობით, “ბარსელონა” და “ვალენსია” ფეხბურთელის იჯარაზე უკვე შეთანხმდნენ. მურილიოს აგენტი ვალენსიაში იმყოფება და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებს. RAC1-ს ინფორმაციით, მურილიოს, დღეს დილით, არ უვარჯიშია და ის თანაგუნდელებს უკვე გამოემშვიდობა.

ვინაა ხეისონ მურილიო? “ვალენსიაში” ის 2017 წელს, “ინტერიდან” გადავიდა. ლა ლიგის 2017/18 წლების გათამაშებაში მან 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ, ტრავმის გამო, მისი საქმეები უკან წავიდა. მიმდინარე სეზონში მურილიო მოედანზე 2-ჯერ ვიხილეთ – ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსის” და ლა ლიგაში “სელტას” წინააღმდეგ.

ხეისონ მურილიო კოლუმბიის ნაკრების წევრიცაა. 2014 წლიდან დღემდე, ეროვნულ გუნდში მან 27-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.

“ბარსელონას” მისი დამატება დაცვის ცენტრში არსებული სერიოზული პრობლემების გამო უხდება. კატალონიელები, სამუელ უმტიტისა და ტომას ვერმალენის ტრავმების გამო, ჟერარ პიკესა და კლემან ლანგლეს იმედად არიან დარჩენილნი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Bakero
    schedule 20 დეკ 2018, 01:40
    #7

    ის ხალხი დამენახეთ რომ კითხულობთ ბართომეუ/ვალვერდეს რატომ აგინებთო ! აი ამიტომ ხუისონ მურილიოს მოყვანა რომ უნდათ გუნდში

  • Don_Andresito
    schedule 19 დეკ 2018, 20:18
    #6

    morigi najaxi. aqvs amas evropuli pasporti?

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 19 დეკ 2018, 19:58
    #5

    მცველი არა თავდამსხმელი გვჭირდება ცენტრ ფორვარდი ვინც სუარეზის ღირსეული შემცვლელი იქნება თOრე წინ ვერ წავალთ ასე

  • Onl Y Human
    schedule 19 დეკ 2018, 19:51
    #4

    ჯობია გამოცდილი ცენტრალური მცველი დავიმატოთ რომელიც სკამზე დაჯდება და შეხლებს გუნდის დახმარებას ადაბტაციის გავლა არ უნდა გაუჭირდეს

  • Barseloneli123
    schedule 19 დეკ 2018, 19:34
    #3

    ra murilio tqven gadaobttt ivanovichi mirchevnia bevrjer

  • „Més que un club“
    schedule 19 დეკ 2018, 18:53
    #2

    ეს ჭ კლასის წარმომადგენლი რომ არ იყოს მარსელინიო სკამს არ ახეხინებდა ფიზიკურად კი ნორმალურია მაგრამ ფეხბურთი არაა ამის საქმე მე თუ მკითხავთ ამას ისევ ივანოვიჩი ჯობია თან ტრამვებს იღებ ხშირად და არ გამოადგება ბარსას ასეთი ხომ ტრამვაელენიც გვეყოფა

  • romani23
    schedule 19 დეკ 2018, 18:52
    #1

    ამას სულ არააქვს სათამაშო პრაქტიკა და რითი მოიხიბლეს ამით ამ ჩემისა დედადაორსულებულებმა ბარსას ბოსებმა?, თან რა აეკიდეს ამ ლატინოსებს?, ერთი ევროპელი ან აფროიგროკი ვერ გამოიძებნა ჩვენთვის სანაკრებო სესიების დროს ამ სიშორეზე რომ არ ვაფრინოთ და უკან გადაღლილი იგროკი არ "მივირთვათ"?.