“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, იმ ფეხბურთელების ვინაობა დაასახელა, რომლებიც ხვალ ვალენსიაში გაემგზავრებიან და “ლევანტესთან” მატჩისთვის მოემზადებიან.
განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, დემბელე, სილესენი, ლანგლე, ალბა, მუნირი, ალენია, ვიდალი, ვერმალენი, მირანდა.
ტრავმის გამო, გუნდს რაფინია, მალკომი, სამპერი, რობერტო და უმტიტი ვერ დაეხმარებიან.
შეხვედრა ხვალ, საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.



