მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ინტერმა” შანსი ვერ გამოიყენა

“ინტერმა” შანსი ვერ გამოიყენა

“ბარსელონა”-“ტოტენჰემის” მატჩის პარალელურად, “სან სიროზე” მილანის “ინტერმა” “ეინდჰოვენს” უმასპინძლა. პსვ ჯგუფში ბოლო პოზიციისთვის განწირული იყო, “ინტერს” კი, შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის, “ტოტენჰემზე” უკეთესი შედეგის ჩვენება ჭირდებოდა. 

სტუმრები სწრაფად დაწინაურდნენ. მე-13 წუთზე, თავი ირვინგ ლოსანომ გამოიჩინა. ამის შემდეგ, უპირატესობას ლუჩანო სპალეტის გუნდი დაეუფლა, თუმცა მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლით (მაურო იკარდი, 73′) პასუხი მოახერხეს. 

შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ უმოტივაციო “ბარსასთან” “ტოტენჰემმა” ქულები დაკარგა, “ინტერმა” უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო და ჯგუფში ჩარჩა. სეზონის მეორე ნახევრიდან, იტალიელები ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ. 

ჯგუფში საბოლოო მდგომარეობა ასეთია: პირველ ადგილზე “ბარსელონაა” 14 ქულით, “ტოტენჰემმა” და “ინტერმა” 8-8 ქულა და ერთნაირი ბურთების სხვაობა დააგროვეს და ლონდონურმა კლუბმა მეტოქეს მეტი გატანილი გოლის გამო აჯობა, პსვ-მ კი მე-4 ადგილი 2 ქულით დაიკავა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 12 დეკ 2018, 10:24

    ლონდონურმა კლუბმა მეტოქეს მეტი გატანილი გოლის გამო აჯობა,???

    ტოტენჰემმა ინტერს პირველ რიგში პირად შეხვედრებში უპირატესობით აჯობა, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით….

  • SHOTAMESSI10
    schedule 12 დეკ 2018, 02:10

    თქვე ქვეშაფსიებო joy