“ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მე-15 ტურში გამართულ შეხვედრაში (0:4) “ესპანიოლს” 2 გოლი გაუტანა და ეს 2-ივე შემთხვევაში საჯარიმო დარტყმით მოახერხა.
ლეო მესიმ საჯარიმო დარტყმით 2 გოლის გატანა პრიმერა დივიზიონის ერთ მატჩში პირველად შეძლო. 31 წლის არგენტინელმა 2018 წელს ჯარიმიდან მე-8 და მე-9 გოლები გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ ის ამ მაჩვენებლით ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის ყველა გუნდსა და ფეხბურთელს შორის ლიდერია.
სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta-ს ცნობით, 2014 წლის 1 იანვრიდან მესიმ ლა ლიგაში საჯარიმო დარტყმით 19 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლთან ყველაზე ახლოს მხოლოდ “იუვენტუსია” (18 გოლი), მაგრამ 6 სხვადასხვა ფეხბურთელის გოლებით: პაულო დიბალა (8), მირალემ პიანიჩი (4), ანდრეა პირლო (3), კარლოს ტევესი, პოლ პოგბა და ფედერიკო ბერნარდესკი (1).
“ბარსელონამ” 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული ჯარიმიდან სულ 24 გოლი გაიტანა (19 – მესიმ), “იუვენტუსმა” – 18, “ლიონმა”, “რეალმა” და “რომამ” – 14, “ბაიერნმა” კი – 13.
აღსანიშნავია, რომ მესისთვის ერთ თამაშში საჯარიმო დარტყმით 2 გოლის გატანა უცხო არაა. აქამდე ასეთ რამ მან თბილისში, ევროპის სუპერ თასზე, “სევილიასთან” გამართულ შეხვედრაში (5:4) მოახერხა.
ყველაფერში პირველი ხარ მეფე ლომო
ლიგის ლა ლიგის და კოპა დელ რეის ბომბარდირი უნდა გახდეს წელსს
Evropis super tasis marchi chatarda tbilisshi da mand gaitana 2 jarima da ara espanetis super tasze
ჩობნები არიან
საუკეთესოო ყველადროის