დღეს ”სპორტმა” და ”ელ მუნდომ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ს/კ ”ბარსელონამ” საგანგებო რეჟიმში მოითხოვა მცველის, ერიკ აბიდალის შემცვლელი. შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ექიმებმა აბიდალს ღვიძლის სიმსივნე აღმოუჩინეს და მას ოპერაცია დღეს ჩაუტარდება.
კლუბი, სეზონის დასრულებამდე, ფრანგი მცველის შემცვლელად ანდრეუ ფონტასს მოიაზრებს. ლიგა სავარაუდოდ ნებას დართავდა ”ბარსელონას” ამ საგანგებო სიტუაციის დროს მოეძებნათ აბიდალის შემცვლელი, თუმცა რადიო RAC1-თან ინტერვიუში ”ბარსას” პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბარტომეუმ განაცხადა, რომ კატალონიურმა გრანმდა ნდობა გამოუცხადა კლუბის ახალგაზრდული სისტემის წევრებს და შანსი მისცა ფონტასს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფონტასმა გუშინ პირველი გუნდის წევრებთან ერთად ივარჯიშა.
ფონტას ”ბარსა ბ”-ს ცენტრალური მცველია. მას მოედნის ცენტრში თამაშიც შეუძლია. სავარაუდოა, რომ ფონტასი შაბათს, ”ხეტაფეს” წინააღმდეგ მატჩში მოგვევლინება.


