“ბარსელონა” ყოველთვის აწყობდა კომბინაციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გოლით სრულდებოდა. გვარდიოლამ თავისი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, გააუმჯობესა გოლების ფორმულა და ფანტასტიკური შედეგი მიიღო.
გოლების 95% კომბინაციებით
“ბარსელონა” შესანიშნავ სეზონს ატარებს. კლუბმა კომბინაციებით გაიტანა 75 გოლი. მხოლოდ 4 გოლი კი სტანდარტული სიტუაციიდან. გვარდიოლას მწვრთნელობს პირველ წელს კლუბმა კომბინაციით 85 გოლი გაიტანა, მეორე წელს 77, ხოლო წელს ჯერ 75, მაგრამ დარჩენილია კიდევ 10 თამაში.
კუთხურიდან გატანილი გოლები
გვარდიოლა უპირატესობას ანიჭებს კომბინაიურ თამაშს. ეს სტატისტიკიდანაც ჩანს. გვარდიოლას მოსვლის პირველ წელს გუნდა კუთხურიდან 8 გოლი გიატანა, მეორე წელს 7, ხოლო წელს ჯერ 1. ვინც თამაშებს აკვირდება მიხვდება რატომაცაა ასეთი სტატისტიკა. “ლურჯ–ბროწეულისფერები” ბურთს თითქმის არასდროს აწვდიან კუთხურისას. ისინი ცდილობენ კომბინავიური თამაშით მიაღწიონ საწადელს. ასეთ შემთხვევაში მათ 3–ჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი.
პენლები და საჯარიმოები
წინა სეზონში “ბარსამ” საჯარიმო დარტყმით 10 გოლი გაიტანა, წელს კი მხოლოდ 1. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა, რომ გუნდიდან წავიდნენ საუკეთესო შემსრულებლები: ანრი, იბრაჰიმოვიჩი და მარკესი. პენლების სტატისტიკა კი ასეთია : 2008/09 სეზონში 6 ბურთი, 2009/10 სეზონში 3, ხოლო 2010/2011 სეზონში მხოლოდ 2.

