ლიონელ მესიმ ინტერვიუ მისცა “Barca TV”-სა და “ბარსელონას” ოფიციალურ საიტს. “ბლაუგრანას” შემტევმა და “ოქროს ბურთის” მფლობელმა მადლობა გადაუხადა თავის თანაგუნდელებს, რადგანაც მესის აზრით, იგი ვერ მოიპოვებდა ინდივიდუალურ წარმატებას მათ გარეშე. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, ყველა მატჩს სრულყოფილად ჩაატარებს.
ლეო წელს შენ ძალიან ბევრ გოლს იტან. ახლოს ხარ მოხსნა საკუთარი რეკორდი. როგორ ფიქრობ დიდ ხანს შეინარჩუნებ ასეთ ფორმას?
ნამდვილად არ ვიცი რა და როგორ იქნება რამდენიმე წლის შემდეგ. მე შევეცდები შევინარჩუნო ასეთივე დონე, ამაში ჩემზე მეტად არავინაა დაინტერესებული. მოვა ის დღეც, როდესაც მე ნამდვილად ვერ შევძლებ 47 გოლის გატანას, მაგრამ გუნდისთვის ყველაფერს გავიღებ.
გეხმარება ის ფაქტი, რომ პედრო და ვილა ძალიან მობილურად გიწყობენ კომბინაციებს შეტევის წინა ხაზზე?
არა მარტო მათი თამაში მეხმარება, არამედ იმ ხალხისაც, ვინც ჩვენს უკან დგანან. მოკლედ რომ ვთქვათ, გუნდის ყველა წევრი მეხმარება. ჩვენ ერთმანეთს უფრო და უფრო უკეთესებს ვხდით. ეს გუნდის საუკეთესო თვისებაა. ყველამ იცის თავისი როლი, ამიტომაც ჰგონია ხალხს თამაში ძალიან ადვილი.
შენ არასოდეს ისვენებ. პეპი ხშირად ცდილობს დაგასვენოს, მაგრამ შენ უარზე ხარ. არ ფიქრობ, რომ შეიძლება უკეთესი იყოს ხანდახან დასვენება?
მე თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არ მსურს თამაშების გამოტოვება. ძალიან არ მიყვარს “ბარსას” თამაშის ტრიბუნიდან ცქერა. მე თამაშებისთვის მზად ვარ, მე მსურს თამაში და იმედი მაქვს ყველა იმ მატჩში მივიღებ მონაწილეობას, რომელშიც შევძლებ.
ის ხუთ-ქულიანი ჰანდიკაპი, რომელიც გექნებათ “ბერნაბეუზე” თამაშის წინ, თვლით რომ გაჩემპიონების გასაღები იქნება?
ნამდვილად არ ვიცი ეს იქნება თუ არა გასაღები, მაგრამ ძალიან წაგვადგება ეს ჰანდიკაპი მადრიდში თამაშისას. 5 ქულა ნამდვილად არ არის ცოტა. ისინი ყველანაირად ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას, ასე რომ 5 ქულა შეიძლება ძალიან მოკრძალებულიც აღმოჩნდეს.



