“ბარსელონა” დანი ოლმოთი ინტერესდება

“ბარსელონა” დანი ოლმოთი ინტერესდება

ოთხწელიწადნახევრის წინ, ახალგაზრდა გარემარბის “ბარსელონას აკადემიიდან წასვლა დიდი სიურპრიზი იყო.
ოლმო “ლა მასიის” ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო და ბოლო სეზონში თავისი გუნდის ბომბარდირიც გახდა. მიუხედავად ამისა, ფეხბურთელს და მის გარემოცვას წასვლა სურდათ. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის იყო, რომ ოლმომ ზაგრების “დინამოს” მიაშურა.
მაშინ დანი 16 წლის იყო, ახლა კი 20-ის გახლავთ, ხორვატული გუნდის უცვლელი წევრია და შარშან ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ფეხბურთელი ევროპა ლიგაზეც წარმატებულად ასპარეზობს და ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდის წევრია, გუშინ კი ლუის ენრიკესთან ერთადაც ივარჯიშა.
ცხადია, მისი ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და დანი ოლმოთი უკვე დაინტერესდნენ ტოპ კლუბები. “ვალენსიამ” უკვე მიიღო უარი “დინამოსგან” და ხორვატებმა მსგავსი პასუხით ბევრი დაინტერესებული კლუბის წარმომადგენელი გაისტუმრეს. ეს კლუბები კი “მანჩესტერ იუნაიტედი”, დორტმუნდის “ბორუსია” და მარსელის “ოლიმპიკი” არიან.
ამჟამად ფეხბურთელს აღმზრდელი კლუბიც აკვირდება. ოლმო აღიქმება, როგორც “ბარსას” დნმ-ის მქონე ფეხბურთელი. კლუბის წარმომადგენლებმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგეს და სამივე მხარისთვის სიტუაციის დეტალები უკვე ცნობილია – “ბარსელონა” დანი ოლმოს აკვირდება.
ცხადია, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების დროს პრობლემები თითქმის არ შეიქმნება, რასაც ვერ ვიტყვით ხორვატულ გუნდზე. ახლახანს მათ 20 მილიონიანი შეთავაზება დაბლოკეს. ბოლო ცნობებით, ისინი 20 წლის შემტევს 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
რა თქმა უნდა, “ბარსელონას” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ბევრი კონკურენტი ეყოლება, თუმცა დანი ოლმო ჯერ კიდევ კატალონიური გრანდის გულშემატკივარია და მისთვის მშობლიურ კლუბში დაბრუნება, პრესის ინფორმაციით, პრიორიტეტული უნდა იყოს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • azulgerana
    01 სექ 2021, 01:18

    მაგარი ბიჭია იმენა შეშლილი პასები აქვს

  • nika 54
    31 აგვ 2021, 15:26

    და რა ეჩქარებათ, ფანჯრის დახურვამდე ნახევარი დღე კიდეა, ხვალ იჩალიჩონ, მაინც ვერ იყიდიან.

  • Heisenberg
    31 აგვ 2021, 14:28

    ზოგადად ოლმო ახლა ბარსაში მყოფი ფეხბურთელების 80%-ს ჯობია. მათ შორის გრიზმანსაც ჯიბეში ისვამს, თუმცა მისი სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე რთულად წარმოსადგენია რო ბარსას ამის ყიდვა უნდოდეს.

  • M10 S9 D11
    31 აგვ 2021, 13:49

    ოლმო არა ლეღვი მოაშორეთ აქედან

  • azulgerana
    31 აგვ 2021, 13:43

    ციტატა: ozbeta
    ოლმო არა ქვილითაია, საულ გაუბერეს ამათ. კიდევ ერთი ხორცმეტი იქნება, რომელსაც ვეღარ გავყიდით .


    laughing

  • Barca_MNS
    31 აგვ 2021, 13:27

    კაი იქნებოდა, მაგრამ ზაგრბიდან როცა გადავიდა მახსოვს მაშინ უარითქვა ბარსას შემოთავაზებას (შეიძლება ვცდები)

  • ozbeta
    31 აგვ 2021, 13:23

    ოლმო არა ქვილითაია, საულ გაუბერეს ამათ. კიდევ ერთი ხორცმეტი იქნება, რომელსაც ვეღარ გავყიდით .

  • Albicelecte
    31 აგვ 2021, 13:18

    თურმე ბარსელონა დღეს ინტერესდება დანი ოლმოთი და აკვირდებიან, როგორი ფეხბურთელია და რა სათამაშო სტილი აქვსო smiley smiley smiley

  • NEYBarca
    31 აგვ 2021, 13:14

    რაღაც არამგონია ეს ფორვარდი იყოს ?

  • Mecsoul
    31 აგვ 2021, 13:12

    კარგი ვარიანტია !