workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
მარკ ბარტრა: ეს განსაკუთრებული დღეა

მარკ ბარტრა: ეს განსაკუთრებული დღეა

“ბარსელონას” დღევანდელი მეტოქის”, “ბეტისის” სათამაშო სტილი ძალიან ჰგავს იმას, რასაც კატალონიელები 90-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებენ, კლუბში იოჰან კრუიფის მწვრთნელად მოსვლის შემდგომ. თუმცა ამ გუნდებს შორის თანაკვეთა მხოლოდ სათამაშო სტილით არ შემოიფარგლება.

ამჟამად, სევილიური კლუბის შემადგენლობაში 2 “ლა მასიელი” ირიცხება: მარკ ბარტრა და კრისტიან ტელიო. ასევე, “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი, სერა ფერერი ამჟამად სწორედ “ბეტისის” სპორტული მენეჯერია.

მათგან ყოფილ კლუბს პირველად მხოლოდ ბარტრა დაუპირისპირდება. ფეხბურთელი კლუბში 2002-დან 2016 წლამდე ირიცხებოდა, როცა 25 წლის ასაკში დორტმუნდის “ბორუსიას” მიაშურა. გერმანული კლუბი მას შემდეგ “ბარსას” არ შეხვედრია და მისი ესპანეთში დაბრუნების შემდგომაც ეს კატალონიურ და სევილიურ გუნდებს შორის გასამართი პირველი დაპირისპირებაა. სხვათა შორის, ბარტრას ტრანსფერი “ბეტისში” სწორედ ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირების შემდეგ, რომელიც კატალონიელებმა 5-0 მოიგეს სტუმრად, 9 დღეში გაოფიციალურდა.

ბარტრასთვის საქმეები კარგად მიდის, მას ლუის ენრიკე სულ უფრო და უფრო მეტ ნდობას უცხადებს და ნაკრებშია გამოძახებული.

ესპანელი მცველი კიკე სეტიენთან გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციაშიცაა, RAC1-თან სევილიელთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ “ბარტრა უნდა დაფიქრდეს, რატომაა ის “ბეტისში” “ბარსელონასა” და “ბორუსიას” შემდეგ.” ამან გულშემატკივრების დიდი ნაწილი გააბრაზა და სეტიენმაც ბოდიში მოიხადა.

უკანახაზელი “კამპ ნოუზე” დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ხვალ ჩემთვის განსაკუთრებული დღეა. პროფესიონალურ კარიერაში პირველად ვხვდები გუნდს, რომელმაც აღმზარდა ფეხბურთელად და იმ სტადიონზე ვბრუნდები, სადაც ვცხოვრობდი, ვთამაშობდი, ვყვიროდი, ვტიროდი, სადაც მეგობრები შევიძინე და დაუვიწყარი ოცნებები ავისრულე.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Onl Y Human
    schedule 11 ნოე 2018, 13:29
    #3

    მაგრად მომწონს ბარტრას სათამაშო სტილი…

  • ანრი
    schedule 11 ნოე 2018, 12:24
    #2

    ციტატა: Luka97
    გული მწყდება, რომ ვერ განვითარდა ბარსაში ((


    ყველაზე მეტად მევასება ეს ბეტისში კარგად თამაშობს და კარგია მისთვის ძაან დაუგვიანდა წასვლა თორე

  • Luka97
    schedule 11 ნოე 2018, 12:19
    #1

    გული მწყდება, რომ ვერ განვითარდა ბარსაში ((