workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

კატალონიის “ბარსელონა” ქვეყნის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. მართალია თითქმის ყველა ასპექტში ლიდერობს, მაგრამ ამჯერად საუბარი გატანილი გოლების რაოდენობაზეა. “ბარსას” ფეხბურთელებმა ამ სეზონში მეტოქე გუნდის კარის შტურმითა, თუ მშვიდად აღება 79–ჯერ მოახერხეს. სტანდარტული სიტუაციებიდან კი გოლმა გასვლა მხოლოდ 4–ჯერ მოითხოვა. უფრო სწორად, რომ ვთქვათ ხუთჯერ (“სევილია” – “ბარსა”), მაგრამ მოთხოვნა მხოლოდ 4–ჯერ იქნა დაკმაყოფილდა…

 

კატალონიელ ფეხბურთელთა მიერ, “პრიმერა დივიზიონში’ გატანილი გოლების 95% თამაშიდან არის გასული. ეს კი გასაოცარი შედეგია – 79 გატანილი გოლიდან მხოლოდ 4–ია სტანდარტული მდგომარეობიდან გასული. პეპის პირველ სეზონში გუნდმა თამაშიდან სულ 82 გოლის გატანა შეძლო, შარშან კი 77–ის. ამ დროისთვის კატალონიელებს კიდევ ჩასატარებელი 10 შეხვედრა დარჩათ და თამაშიდან უკვე 75 გოლია გასული.

 

2008/09 წლების სეზონში გუნდმა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთის გოლად ქცევა 7–ჯერ მოახერხეს, ხოლო შარშან – რვაჯერ. წელს ეს მაჩვენებელი 2009/10 წლების სეზონისა და 2008/09 წლების სეზონის მაჩვენებლების სხვაობას, ანუ ერთს ვერ ასცდა. ეს ალბათ სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ კატალოინიელები კუთხურის ჩამოწოდებას, გათამაშებას არჩევენ, რაც ძალიან კარგად გამოსდით.

 

გასულ სეზონებში, ფეხბურთელებმა საჯარიმო დარტყმიდან გოლის გატანა 10–ჯერ მოახერხეს, როდესაც ამ სეზონში ამის გაკეთება სხვადასხვა მიზეზის გამო მხოლოდ 1–ხელ  მოხერხდა. ეს კი ამჯერად ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ გუნდი ჯარიმის შესრულების ისეთმა სპეციალისტებმა დატოვეს, როგორიცაა მარკესი, ანრი და იბრაჰიმოვიჩი. თუმცა, ვერ ვიტყვით იმასაც, რომ ლეო მესის და დანი ალვესს მეტოქე გუნდის კარის ბადის ამ გზით შერხევ–შემორხევა უჭირთო. აქვე გეტყვით, რომ პეპის პირველ სეზონში პენალტიდან ფეხბურთელებმა გოლის გატანა 6–ჯერ, ხოლო მეორე სეზონში 3–ჯერ შეძლეს. ამჟამად კატალონიელებს თერთმეტმეტრიანიდან მხოლოდ 2 ბურთი აქვთ გოლად ქცეული. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი საყვარელი ფეხბურთელები არ შეწყვეტენ და გაიტანენ & გაიტანენ და დაამწუხრებენ & დაამწუხრებენ ოპონენტი გუნდის მეკარეებსა, თუ მათ მოკავშირეებს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში