ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ ”ბარსელონა” და ”ვალენსია” დაიცვა, იტყობინება ”მარკა”.
შეგახსენებთ, რომ კვირას რადიოსადგურ ”კადენა კოპეს” ეთერით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდში ”ბარსელონას” ფეხბურთელებს დოპინგის მიღებაში ადანაშაულებენ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციიდან დოპინგ-კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ. გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ მადრიდელები კატალონიელ ექიმებს ”საეჭვო რეპუტაციის” მქონეებად მიიჩნევენ. ამას გარდა, აღნიშნულ განცხადებაში ”ვალენსიას” სახელმაც გაიჟღერა. მოგვიანებით, ”კადენა კოპეს” ხელმძღვანელობამ სახალხოდ მოუხადა ბოდიში ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ გაკეთებული განცხადება არ წარმოადგენდა რადიოსადგურის პოზიციას.
”ეს განცხადება იმის მანიშნებელია, რომ არსებობს ხალხი, ვინც ცდილობს , ზიანი მიაყენოს ფეხბურთს და არ სურთ მისი განვითარება. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ მოვლენებს აქვთ ადგილი. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ დავიცვათ ფეხბურთი.” – განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.



