სამუელ უმტიტის გამოჯანმრთელების პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს, რამაც კლუბში ახალი მცველების მოყვანის აუცილებლობა შეასუსტა. ფრანგი ფეხბურთელი სავარაუდოდ ნოემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდება.
თუ “ბარსელონა” ახალ მცველს გაიფორმებს, კონტრაქტი სავარაუდოდ 6 თვიანი იქნება (დამატებით 1 სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით). პრესა ვეტერან მცველებს ვარაუდობს, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილებით და კლუბისთვის ხელსაყრელი ღირებულებით.
ამჟამად, იანვარში ახალგაზრდა მცველის დამატება რთულად წარმოსადგენია. ასეთი ფეხბურთელების ფასები საკმაოდ მაღალია. საქმე ეხება დე ლიგტს, რომლის ფასიც 50 მილიონს შეიძლება გადაცდეს. მისი ტრანსფერი, დიდი ალბათობით, ზაფხულში შედგება.
ესპანური პრესა კი კანდიდატად ბრანისლავ ივანოვიჩს ასახელებს. 34 წლის ფეხბურთელი “ზენიტში” მესამე სეზონს ატარებს, “ჩელსიში” გატარებული 9 წლის შემდეგ.
ასევე საუბარია შემდეგ ფეხბურთელებზე: ბენატია, ალბიოლი, კოშელნი, ჰიოვედესი და ჩორლუკა, ვიდა, დანტე, დავიდ ლუისი, სუბოტიჩი და კოლო, რამი, ჟოზე ფონტე და, რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, პეპე.
შესანიშნავი აზრია , ნეტავ როგორ მოიფიქრეს
ბელერინი სჯობია იყიდონ
Ivanovics me david luizi mirchevnia, dante an daje benatiac
Pepe iyidon magati naboa mara chventan tu iqneba gamodgeba
კათარზისია თუ რახდდბა? კალაძე წაიყვანეთ ორ საქმეს გააკეთებთ
aqedan benatia da luizi gaqachaven marto
პუიოლს დაუძახეთ ბარემ საყიდელი არ გახდება ფული დაგეზოგებათ, პაპაჩემი არ გინდათ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეთ, ხელფასი ერთი პენსიის ოდენაც ეყოფა