სანდრო როსელის თქმით მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ფერნანდო ტორესი ,,ბარსას” მაისურს მოირგებს. მიუხედავად იმისა, რომ ,,El Nino-თი” ასევე ,,ჩელსი” და ,,სიტი” არიან დაინტერესებული, როსელი ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი. ამ ტრანსფერს ეჭვ ქვეშ ჟუან ლაპორტას მიერ £35 მილიონად ვილას შეძენის სურვილიც აყენებს. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სესკ ფაბრეგასის გადმობირებაც საკმაოდ დიდ თანხას მოითხოვს, ასე რომ ტორესი გადმობირება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ იბრაჰიმოვიჩის სარფიანად გაყიდვა მოხერხდა.
,,ბარსას” ფანებს კი ორი ვარიანტი აქვთ ამოსარჩევად: ვილა-ტორესის დუეტი, თუ ღირს ზლატანისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა?
წყარო: http://www.totalbarca.com