workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“სევილიამ” აღნიშნა “ბარსას” ესპანური კონტიგენტი

“სევილიამ” აღნიშნა “ბარსას” ესპანური კონტიგენტი

გუშინდელ მატჩამდე “სევილიამ” პატივი სცა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ანდალუსიურმა კლუბმა თითოეული მოთამაშე დიდი პატივისცევით წარადგინა და მათ გადასცეს სტატუეტები.

 

ვიქტორ ვალდესმა, ხერარდ პიკემ, ანდრეს ინიესტამ, ჩავი ერნანდესმა, დავიდ ვილიამ და პედრო როდრიგესმა მიიღეს თავისი სტატუეტები, რომლებსაც გვერდით უდგათ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელების სტატუეტები, მაგრამ “ნარინჯისფრების” სტატუეტებს უკან სახელები და ნომრები არ აწერიათ. კარლეს პუიოლის მაგივრად კი ეს პრიზი გადასცეს ანტონი სუბისარეტას (მოგეხსენებათ კაპიტანი ტრავმირებულია).

 

ცერემონიაზე, რომელიც კვირას დილით გაიმართა სევილიის სასტუმრო, “ალფონსო XIII”–ში, სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს “სევილიას” 3 ყოფილი ფეხბურთელი, რომლებიც ამჟამად “ბარსას” ღირსებას იცავენ. ესენი არიან : დანი ალვესი, ადრიანო კორეია და სეიდუ კეიტა. ამ პიროვნებებს დიდი მადლობა გადაუხადეს ანდალუსიური კლუბისთვის გაწეული სამსახურითვის.ამ სამეულმა ერთად ხანგრძლივი სეზონი გაატარა სამხრეთ ესპანეთში (სევილიაში).

 

“სევილიას” პრეზიდენტიც და ვიცე–პრეზიდენტიც ესწრებოდნენ ამ ცერემონიას. სწორედ ვიცე–პრეზიდენტი კარლოს ვილარუბი აჯილდოვებდა ფეხბურთელებს. სევილიამ მსგავსი პრიზები გადასცა “ვალენსიას” და “ატლეტიკ ბილბაოს” ფეხბურთელებსაც, რომლებიც უკვე ეწვივნენ “სანჩეს პისხუანს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში