workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეშლი კოულის გზა ესპანეთში მიდის?

ეშლი კოულის გზა ესპანეთში მიდის?

ლონდონური “ჩელსის” და ინგლისის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველის, ეშლი კოულის, მომავალთან დაკავშირებით პრესაში ახალი ინფორმაცია გავრცელდა, რაშიც გარკვეული წვლილი შერი კოულთან მისმა ქორწინებამ, შეიტანა.  ბრიტანულ ტაბლოიდებზე დაყრდნობით, ინგლისელს გადაწყვეტილი აქვს დატოვოს კუნძული საკუთარი ცხოვრების სტაბილიზაციის მიზნით.

ეშლი კოული, რომელიც “ჩელსიში” 2007 წელს გადავიდა “არსენალიდან” , ესპანური გიგანტების, “ბარსელონას” და “რეალის”, რადარში მოექცა. მადრიდელები იმედოვნებენ, რომ ინგლისელ უკანახაზელს “ჩელსის” ყოფილ მწვრთნელ, ჟოზე მაურინიოსთან ერთად, შეიძენენ.

მიუხედავად რუსი მილიარდელის, რომან აბრამოვიჩის, კლუბის  წლევანდელ მიზნებს თუ გადავხედავთ, მხედველობაში მაქვს სურვილი არგენტინელი სერხიო აგუეროს და ესპანელი ფერნანდო ტორესის ყიდვისა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ისინი რამდენიმე კარგ ფეხბურთელს ადვილად შეელევიან, თუმცა “ლონდონური” კლუბის ხელმძღვანელობის სურვილია ასევე, რომ მათ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე არ დაკარგონ.

“thisislondon.co.uk” -ზე დაყრდნობით, ინგლისელ ფეხბურთელს სურვილი აქვს კიდევ ერთი კარგი სეზონი ჩაატაროს ბრიტანულ ჩემპიონატში, მაგრამ არის შანსი, რომ მან ლიგა გამოცვალოს, თუ კი “ბარსელონადან” ან მადრიდიდან რამე შეთავაზება ექნება.

ამასთანავე ამ “ჭორს” ისიც აძლიერებს, რომ კატალონიელებს სურთ ერიკ აბიდალის შემცვლელის ყიდვა, ასე რომ დიდი შანსია კოული “ასულგრანას” ფერებში ვიხილოთ მომავალი სეზონიდან.

სჭირდება კი “ბარსელონას” კიდევ ერთი მცველი? 

წყარო: totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში