workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“იაპონელებო, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ”

“იაპონელებო, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ”

13 მარტს, “სევილია” – “ბარსელონას” მატჩის დაწყებამდე, ფეხბურთელემბა, არბიტრებმა და “სანჩეს პისხუანზე” შეკრებიმა პუბლიკამ თანაგრძნობა გამოუცხადა იაპონიას იმ ტრაგედიის გამო, რაც მოხდა. როგორც, იცით იაპონიაში იყო 8.9 ბალიანი მიწისძვრა, ამის შემდეგ ქვეყანას თავს ცუნამი დაატყდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამასთან დაკავშირებით სტადიონზე იყო წუთიერი დუმილი და ფეხბურთელებს ეჭირათ ბანერი, სადაც ეწერა: “იაპონელებო, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ”. ეს წარწერა იყო ორ ენაზე: ესპანურსა და იაპონურზე.

 

მოგეხსენებათ, რომ ესპანეთის შემდეგ, იაპონია პირველია “ბარსას” გულშემატრკივრების სიმრავლით. ქვეყანაში”ბარსას” თავისი აკადემია აქვს, სწორედ ამიტომ “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა განსაკუთრებულად დამწუხრებულია იაპონიაში განვითარებული მოვლენების გამო. ეს არის კატაკლიზმა, რომელმაც მსოფლიო შეძრა.

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward