გუშინდელი მატჩის შემდეგ (“სევილია 1:1 “ბარსელონა”) ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს და გამოთქვეს თავიანთი აზრი შეხვედრის შესახებ.
დანიელ ალვესი
“ჩვენ რაღაცნაირი გრძნობა დაგვეუფლა ყაიმის შემდეგ. ვნანობთ ორი ქულის დაკარგვას, იმის მაგივრად, რომ ერთი ქულის მოპოვება ვიზეიმოთ. “რეალთან” ბრძოლა გრძელდება და უნდა ვეცადოთ ყველა შეხვედრაში წარმატების მიღწევა, რათა მადრიდელები არ წამოგვეწივნენ. მინდა აღვნიშნო, რომ მე მივიღე ძლიერი დარტყმა კოჭში. ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გავივლი და გამოჩნდება ეს დაზიანება რამდენად სერიოზულია.”
სერხიო ბუსკეთსი
“სევილიასთან” გამარჯვება ძალიან კარგი იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ ორი ქულა დავკარგეთ. ამასთან ჩვენ “რეალი” 5 ქულით ჩამოგვრჩება რაც რა თქმა უნდა ცოტა არაა. ახლა მთავარია ვეცადოთ ამ სხვაობის შენარჩუნება და თუ შანსი მოგვეცემა გავზარდოთ კიდეც. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, “ბარსელონა” აშკარად დომინირებდა და მოგებაც შეგვეძლო, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლები უფრო მობილიზირებულნი ჩანდნენ.”
ხერარდ პიკე
“ნამდვილად არ გაგვიმართლა. არ გაგვიმართლა არბიტრში, რომელმაც რამდენიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ყველაფრის მსაჯზე გადაბრალება არასწორია. ჩვენ ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ კიდეც.”
ბოიან კრკიჩი
“ძალიან დამწუხრებული ვარ ასეთი შედეგის გამო. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო? ჩვენ ხომ მთელი შეხვედრა ვუტევდით და საგოლე მომენტებს ვქმნიდით?! ბოლოს და ბოლოს ანგარიში გავხსენით… მართლაც გაკვირვებული ვარ. “ბარსას” უნდა მოეგო ეს შეხვედრა, რადგან თითოეულმა ჩვენმა ფეხბურელმა ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა.”